სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლის
მასწავლებლის ხათუნა მირუაშვილის სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის ხათუნა მირუაშვილის სამოდელო გაკვეთილის გეგმა
სწავლების საფეხური:
|
საშუალო
|
კლასი:
|
X
|
საგანი:
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
მასწავლებელი:
|
ხათუნა მირუაშვილი / 59001085411
|
თემა:
|
სულხან-საბა ორბელიანი და ვახტანგ VI / აღზრდის პრინციპები XVII საუკუნეში და დღეს.
|
გაკვეთილის ტიპი:
|
ინტეგრირებული- ქართული ენა და ლიტერატურა / საქართველოს ისტორია /სამოქალაქო განათლება
|
დრო:
|
45 წთ.
|
მოსწავლეთა რაოდენობა:
|
19 მოსწავლე
|
გაკვეთილის მიზანი:
|
· მოსწავლეები გაიხსენებენ სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებას და მოღვაწეობას; იმსჯელებენ მისი ცხოვრების მნიშვლელოვან ეტაპებზე; (ქართული ენა)
· გააანალიზებენ მის როლს საქართველოს პოლიტიკურ -კულტურულ ცხოვრებაში; (ისტორია)
· შეძლებენ ძველი ქართული ენის განმარტებას; ლექსიკური მარაგის გამდიდრებას; ტექსტის გაგება- გააზრებას; (ქართული ენა)
· დააკავშირებენ მის შემოქმედებაში გადმოცემულ აღზრდის პრინციპებს ვახტანგ მე-6 ის აღზრდასთან.(ისტორია)
· შეადარებენ XVII საუკუნის აღზრდის პრინციპებს თანამედროვე აღზრდის პრინციპებთან.(სამოქალაქო განათლება)
|
საკითხის აქტუალობა
|
თემა მნიშვნელოვანია იმით, რომ მოსწავლეებს დააფიქრებს ზნეობრივ და მორალურ საკითხებზე, განსჯისა და მსჯელობის უნარს-კრიტიკულ აზროვნებას ჩამოუყალიბებს, დააფიქრებს იმაზე, რომ მომავალი თაობის აღზრდა რთული პროცესია, აღმზრდელის ტოლი კი-მნიშვნელოვანი.ასევე სწავლის მნიშვნელობაზე, რომელიც ყველა ეპოქაში ფასობს.
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი და ინდიკატორები:
|
ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრულინაწარმოებების, პუბლიცისტურითხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. შედეგი თვალსაჩინოა, თუმოსწავლე: · საუბრობს იმის შესახებ, თურაზე დააფიქრა მხატვრულმა თუპუბლიცისტურმა თხზულებამ; · მსჯელობს პრობლემაზე, რომელიცდაინახა თხზულებაში; · საუბრობს იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება / არშეესაბამება ის, რაც თხზულებაშიაასახული, მის პირად ცხოვრებისეულგამოცდილებას ან შეხედულებებს. ქართ.
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრულინაწარმოების გაანალიზება. შედეგითვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: · განსაზღვრავს ნაწარმოების ცენტრალურიდეას / პრობლემატიკას; · მსჯელობს ავტორის მეტყველების თავისებურებაზე,მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებსა ( ალეგორია, გაპიროვნება, ეპითეტი,მეტაფორა, შედარება და სხვ.) და მათსფუნქციაზე ნაწარმოებში; · აკავშირებსმხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულკონტექსტთან და თანამედროვეობასთან(მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორაისახა ისტორიული ვითარება, ეპოქისკულტურული და ლიტერატურულიტრადიციები ამა თუ იმ ნაწარმოებში).
ისტ.X.3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობასხვადასხვა ეპოქაში ისტორიული აზრისგანვითარების პროცესზე.
· მსჯელობს სხვადასხვა ისტორიულეპოქაში ისტორიის განსხვავებულიმნიშვნელობების (ისტორია, როგორცპროპაგანდა, ისტორია და ეთიკა, ისტორია და თეოლოგია) შესახებ.
მოქ.X.11. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მოქალაქეების როლიქვეყნის დემოკრატიაში.
ახასიათებს დემოკრატიის ძირითადპრინციპებს და უკავშირებს მათადამიანის უფლებებსა და მოვალეობებს;საკუთარ მოსაზრებას ასაბუთებს მისთვისცნობილი საერთაშორისო დოკუმენტებისდებულებების მეშვეობით (მაგ.: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია,ადამიანის უფლებათა ევროპულიკონვენცია, ბავშვთა უფლებების დაცვისკონვენცია და სხვა);
|
წინარე ცოდნა და უნარები:
|
· მოსწავლეებმა იციან წინა კლასებიდან ნაწილობრივ სულხან-საბას ბიოგრაფიული ცნობები და ასევე ნაწილი მისი შემოქმედებისა, კერძოდ ,,სიბრძნე სიცრუისადან“ არაკები;
· შეუძლიათ ძველი ქართული ტექსტების პერიფრაზირება და ასევე იციან ამ პერიოდის ენობრივი-გრამატიკული მახასიათებლები; ტროპის სახეები; ლიტერატუტის თეორიის საკითხები; ჟანრობრივი მახასიათებლები (ქართული ენა და ლიტერატურა).
· იციან ზოგადად XVII საუკუნეის საქართველოს სოციალურ- პოლიტიკურ-კულტურული ვითარება; (ისტორია);
|
სასწავლო რესურსები:
|
კომპიუტერი და პროექტორი; ფლიპჩარტები და მარკერები; საპტეზენტაციო ვიდეო-მასალა; სამუშაო ფურცლები; დაფა და ცარცი; სტიკერები; ცხრილები და შეფასების რუბრიკები.
|
გაკვეთილის მსვლელობა:
ორგანიზების ფორმები;
აქტივობა;
განხორციელებული მეთოდები;
მოსალოდნელი შედეგები.
|
მოსწავლეები სხდებიან წინასწარ დაკომპლექტებულ ჯგუფებში ჰეტეროგენული (სხვადასხვა შესაძლებლობები)შერჩევის პრინციპით.
ჯგუფებში წინასწარ შემუშავებულია ქცევის წესები და კრიტერიუმები, რომელიც გამოკრულია თვალსაჩინო ადგილზე.
თავდაპირველად მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს, შემდეგ გაკვეთილის თემას და შეფასების და თვითშეფასების რუბრიკებს. (3 წთ)
ფაზა 1-გამოწვევა
აქტივობა N1 წინარე ცოდნის გააქტიურება
( 5 წთ)
მიზანი: წინა კლასში შესწავლილი მასალის გახსენება.
მოსწავლეებს წარმოვუდგენ ვიდეომასალას, მოვასმენინებ მუხრან მაჭავარიანის ლექსს -,,საბა“. ეს ლექსი მათ
წინა კლასში აქვთ ნასწავლი და გაიხსენებენ მის ავტორს და ლექსის შინაარსს, შესაბამისი კითხვების საშუალებით: 1. ვინ არის ამ ლექსის ავტორი; 2. რას ეხება ლექსის შინაარსი;
3. რა მოლოდინები აქვთ მათ, 4. რის შესახებ იქნება ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი.
შედეგი: გაიხსენეს განვლილი მასალა.
შეიქმნა პოზიტიური გარემო და აღიძრა ინტერესი ახალი მასალისადმი.
ფაზა 2- ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა N 2 ახალი მასალის ათვისება.
მიზანი : სულხან-საბას ორბელიანის მოღვაწეობის გაცნობა და მისი, როგორც მწერლის და საზოგადო მოღვაწის მნიშვნელობის შეფასება. (8 წთ)
პრეზენტაციის სახით წარმოვუდგენ მოსწავლეებს PowerPoint-ში მომზადებულ მასალას - ,, სულხან- საბას ბიოგრაფიას, შემოქმედებას და მოღვაწეობას“. პრეზენტაციის პარალელურ რჟიმში ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებს პერიოდულად დავუსვამ შეკითხვებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით იმაზე, რაც მათ უკვე იციან:
1. სად და როდის დაიბადა სულხან-საბა ორბელიანი, ვინ არიან მისი მშობლები?
2. რომელი ნაწარმოებები ეკუთვნის მის კალამს?
3. რა მნიშვნელოვანი ფაქტი აკავშირებთ სულხანს და ვახტანგს ერთმანეთთან და
რომელ ნაწარმოებში გამოხატა მან ეს ურთიერთობა?
4. სად იმოგზაურა სულხან- საბამ და რა მისიით? (თანმიმდევრულად ჩამოთვალეთ ეს ქვეყნები).
5. რ შედეგი გამოიღო ამ მოგზაურობამ?
6. რამ განაპირობა სულხან-საბა ორბელიანის ჯერ ბერად აღკვეცა და შემდგომში კათოლიკედ
მონათვლა?
7. რა რეფორმები გაატარა ვახტანგმა საქართველოს პოლიტიკურ-კულტურულ ვითარებაში?
8. სად გაემგზავრა საბა იგი სიცოცხლის ბოლოს და რა მიზნით?
შედეგი: მოსწავლეები მსჯელობენ და გამოთქვამენ თავიაანთ მოსაზრებებს სულხან-საბასა და ვახტანგ მეფის რეფორმებზე, მათი მოღვარეობის მნიშვნელობაზე.
აქტივობა III-ჯგუფური მუშაობა (10წთ).
მიზანი: მსჯელობენ სულხან-საბასა და ვახტანგ VI-ს ეპოქის აღზრდის პრინციპებზე და აანალიზებენ და პარალელს ავლებენ და 21-ე საუკუნის აღზრდის მექანიზმებთან, პიროვნების მნიშვნელობასთან თანამედროვე ადამიანის უფლბებთან და მოვალეობებთან.(სამოქალაქო განათლება)
კლასი დაყოფილია სამ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ვურიგებ წინასწარ შედგენილ სხვადასხვა შინაარსის ტექსტურ მასალას. მოსწავლეები დაწერენ ტექსტის პერიფრაზს, რასთან დაკავშირებითაც მოცემულ კითხვებზე გასცემენ პასუხებს. ამასთან ერთად, ურიგდებათ T დიაგრაები, რომლის ერთ მხარეს ტექსტი იქნება მოცემული და მეორე მხარეს განმარტებული ტექსტის შინაარსი. გააანალიზებენ, თავის შთაბეჭდილებებს და შეხედულებებს ჩამოაყალიბებენ, კითხვებზე პასუხს გასცემენ და პრეზენტატორები წარმოადგენენ კლასის წინაშე.
I ჯგუფის კითხვა:
1. რომელ ნაწარმოებში აღწერა სულხან-საბამ დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი პრინციპები?
2. როგორი აღზრდის მეთოდის მომხრეა საბა. როგორ აღწერს იგი ამ პრინციპებს?(მოიყვანეთ ნაწარმოებიდან მაგალითები).
3. სად გამოჩნდა სულხან-საბას აღმზრდელობითი ნიჭი. ვის ანიჭებს საბა აღზრდის პროცესში უპირატესობას? ვინ აღზარდა მან?
II ჯგუფის კითხვა:
1. შევადაროთ XVII საუკუნის აღზრდის პრინციპები დღევანდელი აღზრდის პრინციპებთან. რა მსგავსებები და განსხვავებებია მათ შორის?
2. თქვენთვის რომელი აღზრდის მოდელია მისაღები და რატომ?
3. დღეს რომ სპარტანულ აღზდის პრინციპზე აღიზარდოს ბავშვი, რა შედეგებს მივიღებთ?
III ჯგუფის კითხვა:
1. სად იმოგზაურა სულხან-საბამ და რა მიზნით?
2. არსებობს სხვადასხვა მოსაზრება სულხან -საბას ევროპაში მოგზაურობის მიზანთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, ის თავისი ინიციატივით წავიდა იქ თუ მეფის ან სხვა პირის დავალებით?
3. სულხან-საბას ოცნება იმ დროს აუხდენელ ოცნებად დარჩა. როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ დღევანდელ საქართველოში?
შედეგი: ჯგუფები გამოთქვამენ თავიაანთ მოსაზრებებს, დაადგენენ მიზეზებს და გამოიტანენ დასკვნებს.
ფაზა 3- რეფლექსია
აქტივობა IV- ჯგუფის პრეზენტაცია (10 წთ)
თითოეული ჯგუფის ლიდერი წარმოადგენს თავის მოსაზრებებს, წერილობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და გამოთქვამენ ვარაუდებს ზეპირი პრეზენტაციის სახით; მსჯელობენ თემასთან დაკავშირებით; იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს; უფლება აქვთ დაამატონ თავისი მოსაზრებები სხვადასხვა ჯგუფებში.
შედეგი: დაუკავშირეს ისტორიას და პარალელი გაავლეს თანამედროვე სამოქალაქო განათლებასთან. შეადარეს თანამედრობე აღზრდის პრინციპებთან სულხან -საბასეული აღზრდის მეთოდები; გააანალიზეს აღზრდის და აღმზრდელის მნიშვნელობა.
აქტივობა VI-თვითშეფასების რუბრიკა 3,2,1 (3 წთ)
მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების ცხრილს, 3 რამ, რამაც დამაინტერესა ამ გაკვეთილიდან, 2 რამ, რის შესახებაც ვიმსჯელებდი, 1 რამ, რასაც გავაკრიტიკებდი.
|
გაკვეთილის შეჯამება:
|
აქრივობა VII -დასკვნა-შეჯამება (4 წთ)
თქვენი აზრით, ვის ენიჭება გადამწყვეტი როლი ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაში: ოჯახს, სკოლას, თუ საზოგადოებას? (არგუმენტირებული მსჯელობით დაასაბუთეთ თქვენი აზრი.)
ვაჟა-ფშაველა წერდა: ,,ბოროტი არ იბადება არასდროს კაცი. მის გაბოროტებაში გამზრდელი, მშობელი, თვითონ ჩვენა ვართ დამნაშავე. მართალს ამბობდა დიდი ჰუმანისტი: სიყვარული მთავარია. პასუხისმგებლობა ჯერ ოჯახს ეკუთვნის, შემდეგ საზოგადოებას.
ამრიგად, ახალი თაობის აღზრდა თითოეული საზოგადოების წევრის ვალია. მხოლოდ სკოლა და მასწავლებელი ვერ გადაჭრის ამ პრობლემებს, ვერ დასძლევს სირთულეებს. ზოგიერთის მოსაზრება, თითქოს სკოლა აყალიბებს ადამიანს კარგ ან ცუდ პიროვნებად, ეს მცდარია. შეუძლებელია არ დაეთანხმო ვაჟას, რადგან ქვეყნის, ერის წარმატების საიდუმლო ახალ, პროგრესულსდ მოაზროვნე მომავალ თაობაშია. ერი მაშინ იღუპება, როდესაც ახალგაზრდა თაობას არ შესწავე ძალა, შექმნილს, უკვე არსებულს, რაიმე ახალი, საკუთარი მიუმატოს. ყველაფრის საწყისი სწავლა და წვრთნა არის. ცოდნა და განათლება არის იარაღი, რომელიც ქვეყანას წაადგება.
|
შეფასება:
|
განმავითარებელი -გაკვეთილის მსვლელობისას და განმსაზღვრელი-გაკვეთილის ბოლოს.
|
საშინაო დავალება:
|
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ეძლევათ დავალებად არგუმენტირებული ესეს დაწერა: ,,ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყმა ნახო ავად ზრდილი“. არგუმენტირებული მსჯელობით დაეთანხმეთ ან უარყავით ეს მოსაზრება.(2 წთ)
|
სწავლების საფეხური:
|
საშუალო
|
კლასი:
|
X
|
საგანი:
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
მასწავლებელი:
|
ხათუნა მირუაშვილი / 59001085411
|
გაკვეთილის თემა:
|
საქართველოს მდგომარეობა დავით გურამიშვილის პოემა ,,დავითიანის“ მიხედვით
|
გაკვეთილის ტიპი:
|
პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი
|
დრო:
|
50 წთ.
|
მოსწავლეთა რაოდენობა:
|
19 მოსწავლე
|
გაკვეთილის მიზანი:
|
1. მოსწავლეები გაიხსენებენ დავით გურამიშვილის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს;
2. გაიაზრებენ ტექსტს, ამოიცნობენ და განიხილავენ ნაწარმოებში დასმულ მთავარ პრობლემას;
ჩამოაყალიბებენ და იმსჯელებენ ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე;
3. შეძლებენ ძველი ქართული ენის განმარტებას; იმუშავებენ ლექსიკონის საშუალებით ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე;
4. ამოიცნობენ ტროპული მეტყველების სახებს;
|
საკითხის აქტუალობა
|
თემა მნიშვნელოვანია იმით, რომ ნაწარმოებში დასმული პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზები დღევანდელ საქართველოშიც ზუსტად ისეთივე აქტუალურია, როგორც გურამიშვილის ეპოქაში.
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი და ინდიკატორები:
|
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლესშეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება. მიიპყრობს მსმენელის ყურადღებას (გამოყოფსმოხსენების საინტერესო ნაწილსსპეციალური ლექსიკის, ჩანართების,რიტორიკული შეკითხვების, შეძახილებისსაშუალებით, მაგ.: „აღმოჩნდა, რომ ეს ასეარ არის“, „ეს ხომ ძალიან იოლია“ და სხვ.); · გამოყოფს მთავარს, არსებითს (იყენებსმიზეზ-შედეგობრივ კონსტრუქციებს;მსმენელისადმი პირდაპირ მიმართვას,მაგ., „შესაბამისად...“, „შევაჯამოთ“ დასხვ.); · გამოხატავს თავისდამოკიდებულებას ინფორმაციისშინაარსისადმი (თხრობისას იყენებსპირველ პირს, დამოკიდებულებისგამომხატველ ჩანართებს. მაგ., „მინდაგიამბოთ...“, „ჩემი აზრით...“)
ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრულინაწარმოებების, პუბლიცისტურითხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. შედეგი თვალსაჩინოა, თუმოსწავლე: · საუბრობს იმის შესახებ, თურაზე დააფიქრა მხატვრულმა თუპუბლიცისტურმა თხზულებამ; · მსჯელობს პრობლემაზე, რომელიცდაინახა თხზულებაში; · საუბრობს იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება / არშეესაბამება ის, რაც თხზულებაშიაასახული, მის პირად ცხოვრებისეულგამოცდილებას ან შეხედულებებს. ქართ.
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრულინაწარმოების გაანალიზება. შედეგითვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: · განსაზღვრავს ნაწარმოების ცენტრალურიდეას / პრობლემატიკას; · მსჯელობს ავტორის მეტყველების თავისებურებაზე,მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებსა ( ალეგორია, გაპიროვნება, ეპითეტი,მეტაფორა, შედარება ,აფორიზმი და სხვ.) და მათს ფუნქციაზე ნაწარმოებში; ·აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებსისტორიულ კონტექსტთან დათანამედროვეობასთან (მსჯელობს იმისშესახებ, თუ როგორ აისახა ისტორიულივითარება, ეპოქის კულტურული დალიტერატურული ტრადიციები ამა თუ იმნაწარმოებში).
ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ·მოცემული დასაწყისის მიხედვითაგრძელებს ნაწარმოებს (მოთხრობას,ნოველას, ზღაპარს, იგავს, ლექსს, პიესას)ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინებით; · აქვს ნაწარმოების დასასრულის საკუთარივერსია ; · გადმოაქვს წარსულ ეპოქებშიშექმნილი ცნობილი ნაწარმოების ფაბულათანამედროვე ეპოქაში და თხზავსსიუჟეტს ახალი სოციალური დაისტორიული კონტექსტისგათვალისწინებით (მაგ., „თანამედროვემგზავრის წერილები“);
|
წინარე ცოდნა და უნარები:
|
შეუძლიათ ლექსიკონთან მუშაობა.
|
სასწავლო რესურსები:
|
კომპიუტერი და პროექტორი; ფლიპჩარტები და მარკერები; საპტეზენტაციო ვიდეო-მასალა; სამუშაო ფურცლები; დაფა და ცარცი; სტიკერები; ცხრილები და შეფასების რუბრიკები.
|
გაკვეთილის მსვლელობა:
ორგანიზების ფორმები;
აქტივობა;
განხორციელებული მეთოდები;
მოსალოდნელი შედეგები.
|
თავდაპირველად მოსწავლეები სხდებიან წინასწარ დაკომპლექტებულ წყვილებში ჰეტეროგენული შერჩევის პრინციპით.
წყვილებში წინასწარ შემუშავებულია ქცევის წესები და კრიტერიუმები, რომელიც გამოკრულია თვალსაჩინო ადგილზე.
მოსწავლეები გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს, შემდეგ გაკვეთილის თემას და შეფასების და თვითშეფასების რუბრიკებს. (2 წთ)
ფაზა 1-გამოწვევა
აქტივობა N1 წინარე ცოდნის გააქტიურება
( 5 წთ)
მიზანი: შესწავლილი მასალის გახსენება-გამტკიცება. (მთელი კლასი -ინდივიდუალურად)
მოსწავლეებს წარმოვუდგენ ვიდეომასალას, ნაწყვეტს ფილმიდან -,,დავით გურამიშვილი“. ეს ფილმი მათ
წარმოდგენას შეუქმნის თუ რა თემაზე წარიმართება დღევანდელი გაკვეთილი. საკითხს გავშლი შესაბამისი კითხვების საშუალებით: 1. რომელი ნაწარმოების მიხედვითაა ეს ფილმი გადაღებული? 2. ვინ არის მთავარი მოქმედი პირი და რაიცით მის შესახებ? 3. რომელ ეპოქაში ხდება მოქმედება?
შედეგი: წარმოდგენა შეექმნათ მიმდინარე გაკვეთილის ირგვლივ; გამოთქვეს ვარაუდები; შეიქმნა პოზიტიური გარემო და აღიძრა ინტერესი ახალი მასალისადმი.
ფაზა 2- ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა N 2 -ახალი, მათთვის უცნობი მასალის გაცნობა.
მიზანი : დავით გურამიშვილის ცხოვრების მნიშვნელოვნი დეტალების გაცნობა. (10 წთ)
პრეზენტაციის სახით წარმოვუდგენ მოსწავლეებს PowerPoint-ში
მომზადებულ მასალას - დავით გურამიშვილის განვლილი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს. პრეზენტაციის პარალელურ რჟიმში, ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდის გამოყენებით, მოსწავლეებს ახალი მასალის ახსნის პარალელურად დავუსვამ შეკითხვებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. შეკითხვები შეეხება სლაიდებში წარმოდგენილი სტოფებს გაგება- გაანალიზებას.
შედეგი: მოსწავლეები მსჯელობენ და გამოთქვამენ თავიაანთ მოსაზრებებს დავით გურამიშვილის განვლილი ცხოვრების შესახებ. აანალიზებენ ნაწარმოებიდან ამოღებულ მნიშვნელოვან ადგილებს.
აქტივობა III- წყვილებში მუშაობა (10წთ).
მიზანი: დაფიქრდებიან და უპასუხებენ ბარათში წარმოდგენილ შეკითხვებს; ამოიცნობენ პრობლემას და დაადგენენ გამომწვე მიზეზებს. კლასი დაყოფილია წყვილებად და თითოეულ წყვილს ვურიგებ წინასწარ შედგენილ აქტივობის ბარათებს: ,,დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე“. მოსწავლეები შეავსებენ აღნიშნული ბარათების მხოლოდ პირველ-მეორე გრაფას, პრობლემის შესახებ და პრობლემის გამომწვევი მიზეზების გრაფას, ხოლო გაკვეთილის ბოლოს შეავსებენ მესამე გრაფას,
პრობლემის გადაჭრის გზებს. ამ აქტივობის საშუალებით კლასის ყველა მოსწავლე ჩართულია საკლასო პროცესში. ისინი დაფიქრდებიან კითხვაზე, შემდეგ გაუზიარებენ მეწყვილეს და ბოლოს კლასის წინაშე წარმოადგენენ დასკვნებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. პრეზენტატორები დაფასთან წარმოადგენენ კლასის წინაშე, როგორც თავის ნააზრევს ასევე მეწყვილისას.. შემდეგ მოხდება იდეების გენერირება: ჩამოწერენ ფლიპჩარტზე პრობლემებს და იმსჯელებენ მათ გამომწვევ მიზეზებზე.
ფაზა III
აქტივობა IV -ჯგუფებში მუშაობა. (8 წთ)
მიზანი: აანალიზებენ ,,დავითიანში“ დასმულ პრობლემას და მის გამომწვევ მიზეზებს და აკავშირებენ დღევანდელობასთან. იმუშავებენ ასევე ლექსიკონზე.
მოსწავლეები მას შემდეგ, როდესაც გამოავლინეს პრობლემა, სხდებიან ჯგუფებში და მუშაობენ გამომწვევ მიზეზებზე წინასწარ მომზადებული მასალის მეშვეობით. თითოეულ ჯგუფს ურიგდება ნაწარმოებიდან ამოღებული ნაწყვეტი, რომელიც უნდა განმარტონ და გააანალიზონ.
I ჯგუფის ვაძლევ ნაწყვეტს პოემიდან-,,სწავლა მოსწავლეთა“ და იქიდან შესაბამის კითხვებს გასცემენ პასუხს .
1. როგორ გამოხატა პოეტმა აზრი, რომ ყმაწვილის განსწავლა იმავდროულად თვითშემეცნება ყოფილა? რომელ ოთხ მარადიულ კითხვას უნდა უპასუხოს ყმაწვილმა?
2. რას მიიჩნევს გურამიშვილი ,,უხილავ საუნჯედ“ და რატომ?
3. მოძებნეთ შედარების მაგალითი. რას ადარებს საკუთარი თავის ვერშემცნობელ ადამიანს მწერალი?
4. დღევანდელ ცხოვრებაში რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კარგი განათლების მიღებას?
II ჯგუფის ტექსტი ამოღებულია ციკლიდან - ,,ქრთლის ჭირი“. განმარტავენ და გადმოსცემენ ტექსტის შინაარსს და პასუხობენ კითხვებს:
1. შინაურმა აშლილობამ და ზნეობრივმა გადაგვარებამ რა განსაცდელი მოუვლინა ქართლს?
2. ავტორის აზრით, უპირველეად, სად არის საძიებელი ,,ქვეყნის წახდენის მიზეზი“, საკუთარ თავში თუ სხვაგან?
3. მოძებნეთ ტექსტში შედარების მაგალითი და ბიბლიური სახესიმბოლო (ალუზია).
4. დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?
III ჯგუფის მასალაც ,, ქართლის ჭირიდანაა“ ციკლიდან ,,მართლის თქმის პრინციპი“.
კითხვები ასეთია:
1. რატომ არის აუცილებელი სიმართლის თქმა?
2. რა ემართება ხშირ შემთხვევაში ,,მართლის მთქმელს“?(მოიხმეთ ტექსტიდან მაგალითი).
3. მოძებნეთ აფორიზმების მაგალითები ტექსტში.
4. დღეს თუ აქვს ადამიანს სიმართლის თქმის უფლება ჩვენს ქვეყანაში?
შედეგი: ჯგუფის წევრებმა გააანალიზეს ტექსტი, ამოიცნეს პრობლემა და დაადგინეს მისი გამომწვევი მიზეზები. გამოიტანეს დასკვნები.
ფაზა 4 - რეფლექსია
აქტივობა V- ჯგუფის პრეზენტაცია (8 წთ)
თითოეული ჯგუფის ლიდერი წარმოადგენს თავის მოსაზრებებს, წერილობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და გამოთქვამენ ვარაუდებს ზეპირი პრეზენტაციის სახით; მსჯელობენ თემასთან დაკავშირებით; იცავენ ჯგუფური მუშაობის წესებს; უფლება აქვთ დაამატონ თავისი მოსაზრებები სხვადასხვა ჯგუფებში.
შედეგი: დაუკავშირეს და პარალელი გაავლეს დღევანდელ საქართველოს მდგომარეობასთან. შეადარეს ,,დავითიანში“ დასმული პრობლემები დღეს არსებულ პრობლემებთან და გამოიტანეს დასკვნები. ბოლოს მოსწავლეები ავსებენ
ვ მ გ სქემას.
|
გაკვეთილის შეჯამება:
|
აქტივობა VI -დასკვნა-შეჯამება (4წთ)
ამის შემდეგ მოსწავლეები დასახავენ არნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებს. ჩამოთვლიან ვარაუდებს თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და ჩამოწერენ დაფაზე.
მოსწავლეებს დავუსვამ შემაჯამებელ კითხვებს, რაც გაამთლიანებს გაკვეთილს: 1. რა იყო და არის ქვეყნის გადაგვარების და დაცემის მიზეზი;(პასუხი დაასაბუთეთ სათანადო მაგალითებით).
2.თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად?(არგუმენტირებული მსჯელობით დაასაბუთეთ თქვენი აზრი.)
3. დღეს რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის გადასარჩენად?
|
შეფასება:
|
აქტივობა V -შეფასება და თვითშეფასება
(2 წთ)
მოსწავლეები შეფასდებიან წყვილებში
1. დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე სქემით;
|
საშინაო დავალება:
|
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ეძლევათ დავალება დაწერონანალიტიკური ესე: ,,სად არის გზა ხსნისა?“ (1 წთ)
|
ვიცი
|
მინდა ვიცოდე
|
რა გავიგე
|
კითხვა
|
მე რა ვიფიქრე
|
მეწყვილემ რა იფიქრა
|
რა გავუზიარეთ ერთმანეთს
|
1. რა არის ნაწარმოებში დასმული მთავარი პრობლემა?
| |||
2. ჩამოთვალეთ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები.
| |||
3. დასახეთ აღნიშნული პრობლემის გადაჭრის
გზები?
|
კრიტერიუმები
|
ძალიან კარგი-10
|
საშუალო 9-8
|
საშუალოზე დაბალი 7-6
|
დაბალი 5-1
|
წყვილის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
|
წყვილმა კარგად გააცნობიერა სამუშაო მიზანი
|
წყვილმა გააცნობიერა სამუშაო მიზანი
|
წყვილმა ნაწილობრივ გააცნობიერა სამუშაო მიზანი
|
წყვილმა ვერ გააცნობიერა სამუშაო მიზანი
|
წყვილის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო კარგად ორგანიზებულია, ფუნქციები თანაბრადაა გადანაწილებუი
|
სამუშაო ორგანიზებულია, მაგრამ ფუნქციები თანაბრად არაა გადანაწილებული
|
სამუშაო ნაწილობრივ არის ორგანიზებული
|
სამუშაო არ არის ორგანიზებული
|
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
გააჩნიათ საუკეთესო თანამშრომლობის და აზრთა გაზიარების უნარი
|
საკმარისად გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
ნაწილობრივ გააჩნიათ აზრთაგზიარების უნარი
|
არ გააჩნიათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
დროის ლიმიტი
|
საუკეთესოდ იცავენ დროის ლომიტს
|
საკმარისად იცავენ დროის ლიმიტს
|
უჭირთ დროის განსაზღვრა
|
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
|
თანამშრომლობა
|
წყვილის ორივე წევრი აქტიურია და სამუშაო მაყოფიერი. მათ შორის არის პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობა
|
წყვილში არ არის თანაბარი აქტიურობა. ურთიერთობა ძირითადად პოზიტიურია
|
წყვილში მხოლოს ერთი მოსწავლე აქტიურობს. ზოგჯერ შეიმჩნევა დაძაბული ურთიერთობა და პასიურობა
|
წყვილი არ აქტიურობს მათ შორის არ შეინიშნება თანამშრომლობა
|
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
|
ყველა წევრი არ არის ჩართული
|
უმრავლესობა ჩართულია
|
ყველა წევრი ჩართულია
|
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
|
კამათობენ არ უსმენენ ერთმანეთს და არის ქაოსი
|
ხმაურობენ ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
ზუსტად ვერ მიჰყვებიან ინსტრუქციას
|
ნაწილობრივ მიჰყვებიან ინსტრუქციას
|
მუშაობენ ინსტრუქციის
მიხედვით
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
|
ნაწილობრივ იცავენ დროის ლიმიტს
|
კარგად აკონტროლებენ დროს და იცავენ ლიმიტს
|
ლიდერის როლი
|
ლიდერი ვერ მართავს ჯგუფის მუშაობას
|
ლიდერი ზოგჯერ ახერხებს ჯგუფის მუშაობის წარმართვას
|
ლიდერი ეფექტურად მართავს ჯგუფის მუშაობას
|
1
|
ამოიცნობს პრობლემას და მსჯელობს მის ირგვლივ
|
3
|
2
|
აყალიბებს პრობლემის გამომწვევ მიზეზების
|
3
|
3
|
ლექსიკონის დახმარებით განმარტავს უცხო სიტყვებს.
|
1
|
4
|
ავლებს პარალელს უკვე შესწავლილ მასალასთან.
|
1
|
5
|
მსჯელობს პრობლემის დაძლევის გზებს
|
1
|
6
|
აკავშირებს მოცემულ პრობლემას დღეს არსებულ პრობლემასან.
|
1
|
თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა, _
ჭირს მყოფი ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა.
ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების,
აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების;
არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების,
ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების!
ჩემის უცებით შევატყევ, ბრიყვთათვის რაც შემიტყვია.
ავი და კარგი გარჩევით, ვხედავ, რომ ახლოს მიწყვია.
მინდა და სწავლის სიმოკლით ცალ-ცალკე ვერ გამიყვია.
ჰგავს უხორთუმოს სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია!
ვით უსაჭურლოდ მამაცი ომშიგან გულად ლომობდეს,
გაცოფებული გულ-ბრაზად ვეფხვი უკლანჭოდ ომობდეს,
ვერ აღასრულოს საწადი, რაც ნებავს, მისთვის ღონობდეს,-
ეგრეთ ჭკვიანი უწვრთელი ვერ მიხვდეს, რასაც ნდომობდეს.
ვსძებნე დ ავერა ჰვპოე რა მჯობი ამ სწავლა-მცნებისა:
ბრძენსა აქვს თავის უფლება, სოფელში ყოფნა ნებისა;
ბრძენი სადაც არს, დარჩების, საუნჯე თან ექნებისა:
ბრძენი პურთათვის ჩემსავით მუხლთ არვის მოექნებისა!
ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:
ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?
ვინცა ქმნა თიხა ჭურჭელად, რას უძღვნის ხელფასადაო?
ვით რემა ხნარცვს არ ჩავარდეს ულაგმო და უსადაო?
ტყუილი ვჰთქვა, ჩემი თქმული შეიქმნების რა სავარგი?მართალი ვჰთქვა, მეშინიან, ვა, თუ გავხდე დასაკარგი!კაცს მის მეტი არა აქვს-რა სიკვდილს უკან თან საბარგი,სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი: ავსა ავი, კარგსა კარგი.
მე კი ვჰფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ჰფარავს;მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს!ვერ მოვითმენ, რომ არ დავგმო, აღმა მხვნელსა, დაღმა მბარავს,ჩემი ცოდვამც მისცემია ჩემს ამამთხვრელს, ამამბზარავს!
პტოექტი ,,ქვის დედაენა"
გაკვეთილის რეფლექსია
2018 წლის 28 მაისს დავგეგმე სამოდელო გაკვეთილი, X კლასში, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებზე და მისაღწევ შედეგებზე დაყრდნობით და მათი გათვალისწინებით. გაკვეთილის ტიპი იყო ინტეგრირებული. ინტეგრაცია მოხდა ქართულ ენისა და ლიტერატურის, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებასთან. გაკვეთილს ესწრებოდნენ, როგორც შეფასების ჯგუფის წევრები, ასევე სკოლის სხვა მასწავლებლებიც.
გაკვეთილის თემა იყო: სულხან-საბა ორბელიანი და ვახტანგ VI; აღზრდის პრინციპები XVII საუკუნეში და დღეს. აღნიშნული თემა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მოსწავლეებს დააფიქრებს ზნეობრივ და მორალურ საკითხებზე, განსჯისა და მსჯელობის უნარს-კრიტიკულ აზროვნებას უყალიბებს, დააფიქრებს იმაზე, რომ მომავალი თაობის აღზრდა რთული პროცესია, აღმზრდელის როლი კი-მნიშვნელოვანი. ასევე სწავლის მნიშვნელობაზე, რომელიც ყველა ეპოქაში ფასობს.
გაკვეთილის მიზანი ვფიქრობ, რომ მიღწეულია, რადგან მოსწავლეები გაეცვნენ სულხან- საბასა და ვახტანგ VI-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობას; გააანალიზეს მათი როლი საქართველოს პოლიტიკურ-კულტურულ ცხოვრებაში; დაუკავშირეს ისტორიაში შესწავლილი მასალა ქართულში შესწავლილს და ასევე გამიიყენეს სამოქალაქო განათლება. შეადარეს ერთმანეთს XVII საუკუნის აღზრდის პრინციპები თანამედროვე აღზრდის პრინციპებს, რითაც მოახდინეს ცოდნის ტრანსფერი.
გაკვეთილი წარიმართა პოზიტიურ გარემოში. პირველად გამოწვევის ფაზაზე, გაუაქტიურდათ წინარე ცოდნა, რადგან მათ წარმოვუდგინე ვიდეომასალის სახით, წინა კლასში შესწავლილი მუხრან მაჭავარიანის ლექსი- ,,საბა“. მხატრულად კითხულობდა თვით ავტორი და შემდეგ დავუსვი შეკითხვები აღნიშნული ლექსის შესახებ და განვსაზღვრეთ მოლოდინი.
მეორე ფაზაზე უშუალოდ გადავედი ძირითადი მასალის პრეზენტაციაზე, რაც PowerPoint-ში აწყობილი სლაიდშოუს სახით იქნა წარმოდგენილი. აქ, ვფიქრობ, უფრო უკეთესი იქნებოდა პრეზენტაციის პარალელურად გონებრივი იერიშის მეთოდი გამომეყენებინა და ასე წარმემართ ცოდნის კონსტრუირება, მაგრამ მოხდა ისე, რომ პრეზენტაციას უშუალოდ მე წარვმართავდი, რაც, ვფიქრობ ცოტა მოსაწყენი იყო მოსწავლეებისათვის. შეკითხვები კი პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დავუსვი და მათაც სრულყოფილად გასცეს პასუხები. აღნიშნულ ხარვეზსს აუცილებლად გამოვასწორებ შემდგომში გაკვეთილის ჩატარებისას. პრეზენტაციის შემდეგ გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით, მოსწავლეებს დავუსვი შეკითხვები აღზრდის პრინციპებთან დაკავშირებით, რაზეც შესანიშნავად ისაუბრეს მათ. წარმოადგინეს თავისი მოსაზრება სპარტანულ აღზრდასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ვუჩვენე მოსწავლეებს ვიდეომასალა, რომელიც სპარტელების აღზრდის წეს-ჩვეულებებს და მათი ცხოვრების პრინციპებს ასახავდა. აღნიშნული მასალა, სიმართლე გითხრათ, რეზერვში მქონდა, თუ დრო მეყოფოდა იმ შემთხვევაში წარმოვადგენდი, თუ არა მხოლოდ სიტყვიერ ახსნას დავჯერდებოდი. რადგან ამის დრო გვქონდა და საკითხიც ზუსტად ესადაგებოდა, კარგად ჩაჯდა გაკვეთილის მსვლელობაში ეს თემა. მოხდა იმპროვიზირება და მოსწავლეებში დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია. ეს გამოჩნდა შემდგომში, შეფასების ფაზაზე, მათ მიერ თვითშეფასების რუბრიკის შევსებისას. მათ აღნიშნეს, რომ ძალიან დააინტერესათ სპარტანულმა აღზრდამ. ამას გარდა ისაუბრეს მოსწავლეებმა თანამედროვე აღზრდის პრინციპებზე, მოსწავლეთა უფლებამოვალეობაზე, სამოქალაქო განათლებიდან და დააკავშირეს და შეადარეს სულხან-საბას ეპოქის აღზრდა დღევანდელი აღზრდის პრინციპებთან.
მესამე ფაზაზე ჩავატარე ჯგუფური სამუშაო. ჯგუფები გადანაწილებული იყო ჰეტეროგენული შერჩევის პრინციპით, რაც კლასში თანასწორობის და კეთილგანწყობის გარემოს ქმნის. სამივე ჯგუფს დაურიგდა სხვადასხვა ტექსტი, ოღონდ ერთნაირი სირთულის დავალება, რაც მოცემული იყო T დიაგრამის სახით. მათ განმარტეს ტექსტი, მოახდინეს მისი პერიფრაზირება, და ასევე გასცეს პასუხები ტექსტის ბოლოს მოცემულ შეკითხვებს. შეკითხვები ეხებოდა, როგორც ტექსტის შინაარს, ასევე ზოგადად მოცემულ თემას. მოსწავლეებმა მონდომებით იმუშავეს. თითქმის ყველა მოსწავლე ჩართული იყო სამუშაოში. პრეზენტატორმა განმარტა ტექსტი და დანარჩენებმა სათითაოდ გასცეს თითოეულ შეკითხვას სრულყოფილი პასუხი, სადაც გამოჩნდა მთელი ჯგუფის ჩართულობა. კითხვების გადანაწილება ჯგუფის წევრებს შორის მოსწავლეებმა თავად მოიფიქრეს, სადაც გამოჩნდა მათი დამოუკიდებელი აზროვნების, იმპროვიზების, უნარი, რაც ძალიან მომეწონა და შეიძლება სხვა გაკვეთილებზეც აღნიშნული მეთოდის გამოყენება, როგორც ჩემს მიერ, ასევე დამსწრე მასწავლებლების მიერ. აღმიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის უნარების განვითარებას, თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას, ერთმანეთის მოსმენას, აზრის გაზიარებას და დასკვნების გამოტანას.
შემდეგი აქტივობა იყო დასკვნა-შეჯამება კითხვების საშუალებით, რამაც გაამთლიანა გაკვეთილი. მათ გაიგეს რა დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლა-აღზრდას პიროვნების სრულყოფილად ჩამოყალიბებაში. გამოიტანეს დასკვნა, რომ აღმზრდელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აღსაზრდელის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
გაკვეთილი დასრულდა მოსწავლეთა თვითშეფასებით, 3, 2, 1-ის პრინციპით და ასევე ჩემი შეფასებით. მოსწავლეები შეფასდნენ ჯგუფური მუშაობის დროს და ასევე ინდივიდუალურად განმავითარებელი შეფასების გზით.
ვფიქრობ, რომ გაკვეთილზე დასახული მიზნები მიღწეულ იქნა. დროც სწორად იყო განაწილებული. იყო უმნიშვნელო ხარვეზი, რასაც შემდგომში აუცილებლად გამოვასწორებ. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ დამსწრე მასწავლებლების დიდი რაოდენობის გამო, მოსწავლეები ცოტა დაითრგუნენ და თამამად ვერ იაქტიურეს. ამისათვის, რაც შეიძლება ხშირად უნდა ჩატარდეს ასეთი სახის გაკვეთილები, რათა მოსწავლეები მიეჩვიონ ამ სახით სწავლებას. ვფიქრობ, იყო უფრო მეტი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა, ვიდრე ხარვეზი, როგორც მოსწავლეების წინსვლისთვის, ასევე დამსწრე მასწავლებლების გამოცდილების მისაღებად.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლის მასწავლებლის ხათუნა მირუაშვილის სამოდელო გაკვეთილის გეგმა
დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე
წყვილებში მუშაობის შეფასების სქემა
ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა
ტექსტთან მუშაობის შეფასების რუბრიკა
I ჯგუფი
განმარტეთ ტექსტი თქვენი სიტყვებით და უპასუხეთ კითხვებს:
ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,
1. როგორ გამოხატა პოეტმა აზრი, რომ ყმაწვილის განსწავლა იმავდროულად თვითშემეცნება ყოფილა? რომელ ოთხ მარადიულ კითხვას უნდა უპასუხოს ყმაწვილმა?
2. რას მიიჩნევს გურამიშვილი ,,უხილავ საუნჯედ“ და რატომ?
3. მოძებნეთ შედარების მაგალითი. რას ადარებს საკუთარი თავის ვერშემცნობელ ადამიანს მწერალი?
4. დღევანდელ ცხოვრებაში რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კარგი განათლების მიღებას?
II ჯგუფი
განმარტეთ და თქვენი სიტყვებით გადმოეცით მოცემული ნაწყვეტი.
უპასუხეთ კითხვებს:
ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი, ენა-მჭევრი!იფქლი ღვარძლად გარდაიქცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი.ერთმან მტერმან ათს მათსა სცის, ორმან წარიქცივის ბევრი,მცირედ დარჩა ცოდვისაგან კაცი ღვთისგან შენაწევრი.თურქი, სპარსი,ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი,სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თვითო ქიშტი!მერმე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი;თავის თავსა ხმალი იცეს, გულთა მოიხვერდრეს ხიშტი!ვით მამალი სხვის მამალსა დაჰმტერდეს და წაეკიდოს,მას ცემოს და თვით იცემოს, დაქოჩროს და დაეკიდოს,რა ორნივე დაღალულნი ძაღლმან ნახოს, პირი ჰკიდოს,_ეგრეთ ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა, ლეკთა, დიდოს!ამ ამბის თქმა გარჩევითა გულმან ამად არ მინება,ბევრი ავი გამოჩნდების ჩვენი, მაზე მერცხვინება.მტერს შაესმის, იამების, მოყვარეს კი ეწყინება.რასაც ახლა ვამბობ, ვგონებ, ამაზედაც მხვდეს გინება.
1. შინაურმა აშლილობამ და ზნეობრივმა გადაგვარებამ რა განსაცდელი მოუვლინა საქართველოს?
2. ავტორის აზრით, უპირველეად, სად არის საძიებელი ,,ქვეყნის წახდენის მიზეზი“, საკუთარ თავში თუ სხვაგან?
3. მოძებნეთ ტექსტში შედარების მაგალითი და ბიბლიური სახესიმბოლო (ალუზია).
4. დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?
III ჯგუფი
განმარტეთ და გადმოეცით ტექსტი თქვენი სიტყვებით:
აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო?ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქვო?კარგს კაცს ვითარ დაუკარგო, რაც რამ სიკარკაცე აქო?ავს კაცს კარგი ვით უძებნო, ორმოს ჩამსვა, თავს დამარქო?პირს- ფერობა, უკან ძრახვა არა თქმულა საფარსაგო.სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა ზე სიმართლით ავიბარგო;ვაზის მრგველთან ის არ ვაქო, ვინც მის ნაცვლად ძეძვი დარგო,მაზე სული არ წარსწყმინდო, რა გინდ ხორცით დავიკარგო.მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ-საფერად.მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.მართალია, მძრახველს ძრახნა თვით კი ავად მოუხდების,მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!წამხდენელთა და მბაძველთა კიდევ სხვაც რამ წაუხდების;ძრახვავე სჯობს საძრახავთა, ძრახვას კაცი მოუფთხვების.რა გინდ რომე კაცმან მალოს, ჭირი თავსა არ დამალავს,ვერ გაუძლებს რაც კაცს სენი გულსა უკოდს, სჩხვლეტს და მსჭვალავს.სხვის არ მკრძალავს რად ემდურის, ვინც თავის თავს არა ჰკრძალავს,თვით ვერ ხედავს, სხვის საჭვრეტად, თუ არ უნდა, პირს რად ჰკალავს?
1. რატომ არის აუცილებელი სიმართლის თქმა?
2. რა ემართება ხშირ შემთხვევაში ,,მართლის მთქმელს“?(მოიხმეთ ტექსტიდან მაგალითი).
3. მოძებნეთ აფორიზმების მაგალითები ტექსტში.
4. დღეს თუ აქვს ადამიანს სიმართლის თქმის უფლება ჩვენს ქვეყანაში?
გაკვეთილის რეფლექსია
2018 წლის 8 ივნისს დავგეგმე და ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი, მე-10 კლასში, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებზე და მისაღწევ შედეგებზე დაყრდნობით. გაკვეთილის ტიპი იყო პრობლემაზე ორიენტირებული. გაკვეთილს ესწრებოდნეს შეფასების ჯგუფის წევრები და სკოლის სხვა თანამშრომლებიც.
გაკვეღილის თემა იყო: საქართველოს მდგომარეობა დავით გურამიშვილის პოემა ,,დავითიანის“ მიხედვით. საკითხის აქტუალობა იმითაა მნიშვნელვანი, რომ მოსწავლეები ამოიცნობენ ,,დავითიანში“ წარმოდგენილ პრობლემას პარალელს გაავლებენ და დააკავშირებენ დღეს არსებულ პრობლემებთან.
გაკვეთილის მიზანი მიღწეულ იქნა, რადგან მოსწავლეებმა გაიხსენეს დავით გურამიშვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები; მიმოიხილეს პოემა ,,დავითიანის“ საკვანძო ადგილები და გააანალიზეს; ამოიცნეს ნაწარმოებში დასმული პრობლემა და დაადგინეს ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები. იმსჯელეს აღნიშნული პრობლემის გდაჭრის გზებსა და საშუალებებზე. ამოიცნეს ტექსტში ტროპული აზროვნების სახეები. დააკავშირეს და პარალელი გაავლეს მე-18 საუკუის მდგომარეობის პრობლემასა და დღევანდელ პრობლემას შორის.
გაკვეთილი წარიმართა პოზიტიურ გარემოში. თავდაპირველად გამოწვევის ფაზაზე ვაჩვენე კადრები ფილმიდან ,,დავით გურამიშვილი“, რის შედეგადაც გაუაქტიურდათ წინარე ცოდნა. ვიდეოს ჩვენებამ ცოტა მეტი დრო წაიღო და ამ პრობლემას შემდგომში გავითვალისწინებ. თუმცა საინტერესო იყო, რადგან ვიზუალიზაცია, თვალსაჩინოების გამოყენება, ვფიქრობ, რომ მნიშვნელვანია სწავლების დიდაქტიკური მეთოდის გამოყენებისა. მოსწავლეებმა გაიხსენეს წინა მასალა კითხვებზე გაცემული პასუხების საშუალებით.
ამის შემდეგ, მე-2 ფაზაზე, ნაჩვენები პრეზენტაცია ეფექტური იყო იმით, რომ მინი- ლექციის პარალელურად ვიყენებდი გონებრივი იერიშის მეთოდს და ამით მოსწავლეების გააქტიურებას შეეწყო ხელი. მოსწავლეები კითხულობდნენ PowerPoint-ში მომზადებულ პრეზენტაციას, აანალიზებდნენ და ითვისებდნენ ახალ, მათთვის უცნობ მასალას. ეს მეთოდი კი მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ დროს მოსწავლე უშუალოდ თვითონ მოქმედებს და სწავლა კეთებით ეფექტური მეთოდია ცოდნის უკეთ მისაღებად.
შემდეგი აქტივობაიყო - წყვილებში მუშაობა. მოსწავლეები დაკომპლექტდნენ წყვილებში და იმუშავეს წინასწარ შედგენილ რუბრიკებში, დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე, რომელიც სათითაოდ ქონდათ ყველას. მოცემული იყო კითხვები, რომელიც საშუალებსა მისცემდა მათ ნაწარმოებში მოცემულ პრობლემის დადგენასა და მიზეზების ძიებაში. ეს პირვე- ორ გრაფაში იყო მოცემული და მე-3 გრაფა, სადაც ამ პრობლემის გადაჭრის გზები და ხერხები უნდა მოეძიათ, ამას გაკვეთილის ბოლოს შეავსებდნენ. წყვილებმა შეავსეს და წარმოადგინეს კლასის წინაშე. საბოლოოდ გამოიკვეთა პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზები. მოსწავლეებმა ეს დასკვნა თვალსაჩინოდ წარმოადგინეს ფლიპჩარტზე.
ამგვარად გამოიკვეთა პრობლემა და ამის შემდეგ გადავედით მე-3 ფაზაზე- ჯგუფური მუშაობა. აქ უკვე მოსწავლეები უშუალოდ მუშაობენ ტექსტზე, გაანალიხეს, გამოკვეთეს და დააკავშირეს დღევანდელ პრობლემასთან. ამას გარდა, მათ იმუშავეს ლექსილონებზე: ეძებდნენ ტექსტში მოცემულ უცხო სიტყვებს. მარტავდნენ ლექსიკონის საშუალებით, რაც ეფექტური მეთოდია ცოდნის შეძენისა. ჯგუფებშიც და წყვილებშიც იყო პოზიტიური, ურთიერთთანამშრომლობითი გარემო შექმნილი, რაც წარმატების პირობას უქმნიდა მათ ეფექტურ მუშაობას.
მე-4 ფაზაზე ჯგუფებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, სადაც ზედმიწევნით განმარტეს მოცემული ტექსტი და გასცეს ამომწურავი პასუხები ტექსტიდან გამომდინარე კითხვებს და დააკავშირეს დღეს არსებულ პრობლემებთან. ასევე, ამოიცნეს ტექსტში მოცემული ტროპული მეტყველების სახეები: შედარება, მეტაფორა, ბიბლიური ალუზია. ჯუფის გარდა საერთო კლასიც ერთობოდა კითზვებზე პასუხის გაცემისას. ამით მთლიანი კლასის აქტიურობას ეწყობოდა ხელი. შემდეგ აქტივობა იყო დასკვნა-შეჯამება, სადაც ისაუბრეს ამ პრობლემის გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე და ამასთან ერთად შეავსეს მე-3 გრაფა- დაფიქრდი, დაწვილდი, დაუზიარე -რუბრიკაში. რითაც ზედმიწევნით შეასრულეს დასახული მიზანი.
შეფასება ხდებოდა განმავითარებელი და ასევე განმსაზღვრელი, რუბრიკების- ვმს-ს და დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარეს- საშუალებით. ბოლოს მივეცი საშინაო დავალებად, დაწერონ ანალიტიკური ესე: ,,სად არის გზა ხსნისა?“
ჩემი ჩატარებული გაკვეთილის ნაკლი ის იყო, რომ ვერ ჩავეტიეთ მოცემულ დროში, რასაც შემდგომში აუცილებლად გამოვასწორებ. ვფიქრობ, რომ ერთ საკაკვეთილო დროზე მეტის აღება არაა ეფექტური, რადგან მოსწავლეებისთვის ცოტა დამღლელია. ამიტომ,სხვა დროს გაკვეთილის თავში მოცემულ ფილმს და პრეზენტაციას დროს მოვაკლებდი.
სხვა მხრივ ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო, როგორც მოსწავლეებისთვის, რადგან ასეთი სახით ჩატარებული გაკვეთილებით მოტივაცია უმაღლდებათ; ასევე დამსწრე მასწავლებლებისთვის
იყო საინტერესო, რადგან ისინი მიიღებენ გამოცდილებას შემდგომში თავისი გაკვეთილების დაგეგმისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ უფრო მეტი გამოცდილება მივიღე რაც აუცილებელია კარიერული ზრდისთვისდა წინსვლისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий