ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

Моя фотография
ოთხ საიდუმლოს უნდა ფლიბდეს მასწავლებელი: 1. უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები; 2. უსაზღვროდ უყვარდეს საგანი, რომელსაც ის ასწავლის; 3. ქონდეს უნარი - ეს სიყვარული სხვასაც შეჰყაროს, როგორც სენი უკურნებელი; 4. იყოს უაღრესად თანამედროვე, ქონდეს ცოდვა - მადლის ანუ სიმართლის გაჩენის და მოთმინების დიდი უნარი. 5. მთავარი მაინც ის არის, რომ ბავშვმა სკოლაში, როგორც სალოცავ ტაძარში, ისე იაროს და იქ უწმინდესი და უნეტარესი სულიერი მოძღვარი დახვდეს.
Powered By Blogger

ანგარიშები

                 მოსწავლეთა ასაკობრივი და იდივიდუალური თავისებურებები, სწავლისა და გავითარების თეორიები და მათი გამოყეება                                       სასწავლო პროცესში


                        ხათუნა მირუაშვილი
              ქართული ენა და ლიტერატურა

                                      გორი
                     ქვახვრელის საჯარო სკოლა
                                     2014წ












         სასწავლო პროცესის დაგეგვმა,
                  მართვა, შეფასება


                     ხათუნა  მირუაშვილი
             ქართული ენა და ლიტერატურა




                                             გორი
                          ქვახვრელის საჯარო სკოლა
                                           2013წ


ნაწილი 1.
ტრენინგის ხაგრძლივობა - 24 საკონტაქტო და 16 არასაკონტაქტო საათი
ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი: ქ.გორის მე-12 საჯარო სკოლა. 24.06.13 – 02.07.13.  14.00-18.00სთ.

ნაწილი 2 - მიზნები და ამოცანები
მიზანი:
·        მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგვმის ზოგადი პრინციპების გაცნობა;
·        განათლების მიზნების (ბლუმის) ტაქსონომიის გაცნობა და ამ ცოდნის ეფექტურად გამოყენება მოქნილი და კრიატიული სასწავლო გეგმების შესადგენად;
·        ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი სიახლეები;
·        დაგეგმვის მიზანი;
·        გაკვეთილის ეტაპები;
·        გაკვეთილის დაგეგმვისთვის აუცილებელი კომპონენტები;
·        კონსტრუქტივისტული გაკვეთილის დაგეგმვა;
·        განათლების მიზნების ტაქსონომია და მისი მნიშვნელობა გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში;
·        უნარ-ჩვევების ეტაპობრივი განვითარება.





ამოცანები:
 *  აღნიშნული პროგრამის გაცნობა, მისი მოსწავლეთა საჭიროებისამებრ საგაკვეთილო პროცესში გამოყენება. დამოუკიდებელ, კონკურენტუნარიან და თანამშრომლობითი სწავლების გაცნობა; ვიმსჯელეთ, თუ კონკრეტულად რა უნარის განვითარებას უწყობს ხელს სწავლების თითოეული ფორმა, აგრეთვე იმაზე თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს არასწორად დაგეგმილ კონკურენტულ სწავლებას;
  *   ვიმსჯელეთ თანამშრომლობითი სწავლების საჭიროებაზე, მის ხუთ ძირითად პრინციპზე, თანამშრომლობითი სწავლების რიალიზაციის ფორმებზე;
   *   განვიხილეთ ის ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია  ჯგუფური მუშაობის დროს და მეორე მხრივ ის, რაც ხელს უშლის ჯგუფის წარმატებულ  მუშაობას, ვიმსჯელეთ მათი დაძლევის გზებზე;
  *   გავეცანით და განვიხილეთ თანამშრომლობითი სწავლების რიგი საკითხები და მეთოდები;
დამოულიდებელი, კონკურენტული და თანამშრომლობითი სწავლების გზით მოსწავლეთა ინტერაქციის ორგანიზება, მათი მიზანმიმართული ვარირებით სასწავლო პროცესის დაგეგმვა განაპირობებს  მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, ცოდნის ათვისების ეფექტიანობას და სოციალური უნარჩვევების განვითარებას. ამასთანავე, სასწავლო პროცესიც შეიძლება უფრო მრავალფეროვნად, სახალისოდ, საინტერესოდ, მრავლისმომცველად და ღრმად დაიგეგმოს.



ნაწილი 3 - რეზიუმე
პირველი დღე
       ტრენინგის დასაწყისში მონაწილეებმა ერთმანეთი გავიცანით, შეიქმნა დადებითი ატმოსფერო. ტრენინგს ვესწრებოდით სხვადასხვა სკოლისა და სხვადასხვა საგნის მასწავლებლები.  თავიდანვე განისაზღვრა მიზანი, თუ რისთვის იყო საჭირო აღნიშნული ტრენინგი, რომ ის ნამდვილად საგაკვეთილო პროცესის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა და მოსწავლეებს დაეხმარებოდა საგნების უკეთ შესწავლასა და გაგება-გააზრებაში. მივყევით პროგრამის სტრუქტურას და თანამიმდევრულად და ღრმად განვიხილეთ თითოეული საკითხი.
მეორე დღე
   კიდევ ერთხელ გავეცანით ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს, განვსაზღვრეთ ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები, გავეცანით სილაბუსის სტრუქტურას, გადავხედეთ გაკვეთილის გეგმის სტრუქტურას, ასევე გავეცანით , თუ როგორ დავგეგმოთ გაკვეთილი, დავსახეთ აქტივობები და მეთოდები.
განვსაზღვრეთ, თუ რა შედებებს მოგვცემდა ესა თუ ის აქტივობა.
მესამე დღე
    გავეცანით ბლუმის ტაქსონომიას და შევისწავლეთ, თუ როგორ გამოგვეყენებინა იგი სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში, დავგეგმეთ სხვადასხვა გაკვეთილები აღნიშნული მეთოდით, ანუ მაღალი დონის სააზროვნო ფორმების ჩამოყალიბება.
     შემდეგ გავეცანით შემოქმედებითი  აზროვნების განვითარების მეთოდებს. განვიხილეთ მეტაკოგნიციის ეფექტური სტრატეგიები, რომელიც დაფუძნებულია ცოდნის გამოყენებაზე სწავლის დროს. შევისწავლეთ სხვადასხვა გრაფიკული სქემების პარადიგმები.    
    განვიხილეთ სხვადასხვა ტიპის სწავლების ფორმები: დამოულიდებელი სწავლა, კონკურენტული სწავლა, თანამშრომლობითი სწავლა, გამოვყავით მოცემული მეთოდების დადებითი და უარყოფითი მოსალოდნელი შედეგები.
    შევისწავლეთ პროექტის დაგეგმვა,  მისი სტრუქტურა და ფაზები. გავეცანით პროექტის შეფასების სარეკომენდაციო ცხრილს.
მეოთხე  დღე
   შემდეგი დღის აქტივობა შეეხებოდა კომუნიკაციის სხავადასხვა სახეების, ტიპების და სტრატეგიების შესწავლას, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია. განვიხილეთ კომუნიკაციის სახეები: ვერბალური წერილობითი, არავერბალური.
მივიღეთ პრაქტიკული რჩევები, როგორ გამოვიყენოთ კომუნიკაცია საკლასო ოთახში; კითხვათა ტიპებსა და კითხვის დასმის ტექნიკებს;
მივიღეთ პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები, როგორ გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია საკლასო ოთახში , მშობლებთან და კოლეგებთან. როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები სათემო ცხოვრებაში.
   ვისაუბრეთ შეკითხვის დასმის ტექნიკაზე, რათა უფრო აქტიური მსმენელი გავხადოთ მოსწალე.
    მეხუთე დღე
   ამ დღეს განვიხილეთ, თუ როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ისეთი საკომუნიკაციო უნარის განვითარებაში, როგორიც არის პრეზენტაცია.
   როგორ უნდა მოემზადოს მოსწავლე გააზრებული პრეზენტაციისათვის.; როგორ უნდა შეფასდეს პრეზენტაცია;  განვიხილეთ პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები.
      შემდეგი აქტივაცია შეეხებოდა მოტივაციას, თუ როგორ უნდა ამაღლდეს მოსწავლეებში მოტივაცია და გავეცანით მის ეფექტურ სტრატეგიებს. გავეცანით აბრაამ მასლოუს მოტივაციის იერარქიულ თეორიას და სასწავლო პროცესში მისი გამოყენების ეფექტურ გზებს. გავეცანით მოტივაციის ამაღლების სტრატეგიებს. ასევე, მოსწავლეთა პიროვნული თავისებურებების გათვალისწინებით მოტივაციის სტრატეგიების შერჩევის  მეთოდები.  შექების ეფექტურად  გამოყენების სტრატეგიები.
  მეექვსე დღე
ამ დღეს განვიხილეთ კლასის მართვის ეფექტური მეთოდები, კლასის მართვის სამი სტილი:  1. ავტორიტარული;  2. დემოკრატიული და 3. ქაოსური. გავარჩიეთ სათითაოდ ყოველი მათგანი და განვსაზღვრეთ თითოეული მათგანის დადებითი და უარყოფითი მხარეები. აღნიშნული მეთოდების შედარების შემდეგ გაირკვა, რომ კლასის მართვის თანამშრომლობითი სტილი ყველაზე ეფექტურია .
         შემდეგ ვისაუბრეთ ქცევის წესებისა და პროცედურების შესახებ; დასჯა-წახალისების მეთოდების შესახებ; ქცევის თვითმართვის, თვითდაკვირვების მეთოდის და თვითგანმტკიცების  ეფექტურ გზებზე.
  მეშვიდე დღე
აღნიშნული დღის განსახილველი თემა შეეხებოდა კონფლიქტური სიტუაციების მართვის ეფექტური მეთოდების ანალიზს. ვისაუბრეთ მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე. გავეცანით კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიებს და გზებს. მოვიღეთ რეკომენდქაციები თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ, როცა მოსწავლეებს შორის კონფლიქტური სიტუაციაა. მოსწავლეებს შორის შუამავლის როლის შემსრულებლის მოვალეობაზე. ვისაუბრეთ იმაზე,თუ როგორ მოვაგვაროთ მოსწავლეებს შორის ღირებულებითი, ანუ ინტელექტუალური კონფლიქტები.
    განვიხილეთ ასევე ემოციის მართვის მეთოდები: პირდაპირი, კეთილშობილური, ფოკუსირებული, გაბედულება, თავმდაბლობა, მიტევება, და მადლიერების სტრატეგიები.
    მერვე დღე
ტრენინგის ბოლო დღე დაეთმო ინკლუზიური განათლების განხილვის თემატიკას. ინკლუზიური განათლების დანერგვის აუცილებლობის გათავისებას და ეფექტურად განხორციელების გზების გაანალიზებას.
     გაკეთდა მოკლე ისტორიული ექსკურსი, თუ ვინ არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, განისაზღვრე სამედიცინო და სოციალური მოდელი. დაისვა საკითხი თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ინკლუზიური განათლება. განვიხილეთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მათი ძირითადი თავისებურებები, საჭიროებები და სირთულეები სწავლის დროს. სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევები- დისლექსია.მივიღეთ რეკომენდაციები დისლექსიის მქონე ბავშვებთან სამუშაოდ. ვისაუბრეთ ჰიპერაქტიული ბავშვების სინდრომის ძირითად მახასიათებლებზე. განვიხილეთ გონებრივად ჩამორჩენილობის მქონე ბავშვების ძირითადი დამახასიატებელი ნიშნები. მივიღეთ რჩევები გონებრივი  ჩამორჩენილობის მქონე ბავშვებთან სამუშაოდ.ვისაუბრეთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სწავლების სტრატეგიებზე, ინდივიდუალურ გეგმაზე დაყრდნობით.
   ბოლოს საუბარი გვქონდა სასწავლო პროცესის შეფასებაზე, მის მიზნებზე და ფუნქციებზე. განვიხილეთ და გავაანალიზეთ შეფასების ტიპები ( განმავითარებელი და განმსაძღვრელი; მომდინარე და შემაჯანებელი);  შეფასების სქემების და რუბრიკების შექმნაზე და გამოყენებაზე; შეფასების პრინციპებზე (სანდოობა, ვალიდურობა, ობიექტურობა, გამჭვირვალობა); შეფასების მეთოდებზე ( ტესტირება, მასწავლებლის დაკვირვება და კომენტარი, მოსწავლის თვითშეფასება და თანატოლთა შეფასება).
   ნაწილი 4
    აღნიშნულ ტრენინგს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მივღე ბევრი სასარგებლო ინფორმაცია სასკოლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის. მე ვფიქრობ აუცილებელია ახალი მიდგომები და მეთოდები თანამედროვე სკოლის განვითარებისათვის.  სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვა, მისი ახლებული მართვა და ობიექტური შეფასება ჩვენი მომავალი თაობის სწორად განვითარებას შეუწყობს ხელს.
      აუცილებლად გავუზიარებ ჩემს კოლეგებს  ამ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას, მივცემ სტიმულს, რომ მათასც იზრუნონ საკუთარი თავის განვითარებაზე, რაც მნიშვნელოვანია, როგორც მათთვის, ასევე ჩვენი მომაცალი თაოვისათვის.
    ჩემს ახალ მიდგომებს აუცილებლად განვახორციელებ მოსწავლეებთან, საკლასო ოთახში, დავგრგმავ ახლებურ გაკვეთილებს, გამოვიყენებ ახლებური მართვის  სტრატეგიებს და ასევე, შეფასების ახლებურ მეთოდებს.
ხელმოწერა: ხ. მორუაშვილი

05.07.2013წ.




                         ა  ნ  გ  ა  რ  ი  შ  ი

ნაწილი 1- ღონისძიების  დასახელება:
          გრძელვადიანი სასწავლო კურსი
               ქართულ ენასა და ლიტერატურაში
                               ( VII-XII კლასები)

ტრენინგის ხანგრძლივობა:
18 დღე,  5 საათი,  90 საკონტაქტო და 70 არასაკონტაქტო საათი.
ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი:
ქ. გორის N 1 საჯარო სკოლა. 18.06.-05.07. 2013წ.
ნაწილი 2- მიზნები და ამოცანები.
მიზანი:                        
მოდული N 1 -   ,,ლიტერატურა“
         ვრცელი ლიტერატურული ტექსტების სწავლების მეთოდიკის გაცნობა; ლექსის ანალიზის მეთოდის გაცნობა; სხვადასხვა ტიპის ტექსტის გააზრებული კითხვისა და გაგების უნარის ჩამოსაყალიბებლად გამოსაყენებელი მეთოდებისა და სტრატეგიების გაცნობა; ლიტერატურის  თეორიის საკითხების სწავლების მეთოდების გაცნობა; ტექსტის მხატვრული ანალიზის სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების გაცნობა.
პირველი დღე:
·         სწავლის სწავლების პრინციპები;
·        ჯგუფური მუშაობის პრინციპები;
·        კითხვის სტრატეგიების გამოყენება სწავლებისას;
·        მეთოდის - ,,მნიშვნელოვანი სიტყვები“ - გამოყენების სწავლება;
·        მეთოდის - ,,დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე“ - გამოყენება სწავლებისას;
·        მეთოდის - ,,ორიენტირებული კითხვა“ - გამოყენება სწავლებისას;
·         კონსტრუქტივისტული გაკვეთილის დადეგვმა.
მეორე დღე
·        მეთოდის - ,,მკითხველის თეატრი“ - გამოყენება სწავლებისას;
·        როლური თამაშის გამოყენება;
·        ურთიერთსწავლების მეთოდი;
·        მეთოდის - ,,მოზაიკა“ - გამოყენება სწავლებაში;
·        სიტუაციური ამოცანა;
·        სიტუაციის მ ოდელირება.
მესამე დღე:
·        კოგნიტური სქემის გამოყენება;
·        ასოციაციური რუკა;
·        კორნელის გრაფა;
·        ინტეგრირებული სწავლების მეთოდიკა.
  მეოთხე დღე:
·        ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება სწავლებაში;
·        გონებრივი იერიშის გამოყენება;
·        სოკრატული მეთოდის გამოყენება;
·        ეპოქის ანარეკლი და კულტურული კონტექსტი ლიტერატურაში;
·        ეპოქა და ადამიანი;
·        ეპოქა და ლიტერატურა.
მეხუთე დღე:
·        ,,ვეფხისტყაოსნის“ მხატვრული თავისებურებების სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;
·        დისკუსიის მეთოდის გამოყენება სწავლებისას;
·         რომანტიზმის სწავლების მეთოდები;
·        ბარათაშვილის შემოქმედების სწავლება მსოფლიო რომანტიზმის კონტექსტში;
·        როგორ იქმნება მხატვრული ტექსტი.
მეექვსე დღე:
·        მხატვრული ტექსტის განხილვა სხვადასხვა კოდის მიხედვით;
·        ვაჟა-ფშაველას შემოქმედების სწავლების მეთოდები და სტრატეგიები;
·        ,,ორმხრივ ჩანაწერთა დღიურის“ გამოყენება სწავლებისას;
·        კორნრლის გრაფის გამოყენება;
·        თვალსაჩინოების გამოყენება სწავლებისას.
მეშვიდე დღე:
·        ვენის დიაგრამის გამოყენება სწავლებისას;
·        კორნელის გრაფის გამოყენების სწავლება;
·        დიდაქტიკური მეთოდის გამოყენების სწავლება;
·        ინტერტექსტუალური დავალებები, მოდერნისტული კონტექსტი;
·        მწერალი და ენის ექსპრესიულობა.
მერვე დღე:
·        მხატვრული ტექსტის ანალიზი;
·        მეთოდი  ,,რეიტინგი“;
·        ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა.

მოდული N 2 - ,, ენა“
      მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკისა და სტილსტიკის სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების გაცნობა; მოსწავლეების მიერ  მართლწერის წესების პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის საჭირო მეთოდებისა და სტრატეგიების გაცნობა.
პირველი დღე:
·        ქართული ენის სწავლების გზები;
·        ახსნით სწავლება (წესები და მაგალითები);
·        სწავლა ლიტერატურული მასალის გამიყენებით;
·        ენის სწავლების მეთოდების მიმ ოხილვა;
·        კოგნიტური ცხრილების, სქემების გამოყენება სწავლებისას;
·        არსებით სახელთა მართლწერის სწავლების მეთოდიკა;
·        ფუძის კუმშვა-კვეცის სწავლება;
·        თანდებულიანი ბრუნვების სწავლების მეთოდიკა;
·        პროექტის განხილვა;
·        გაკვეთილის დაგეგვმა;
·        საკუთარი სახელების მართლწერის სწავლების მეთოდიკა;
·        ზედსართავ სახელთა მართლწერის სწავლება;
·        რიცხვითი და ნაცვალსახელთა მართლწერის სწავლება;
·        ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ენობრივ თავისებურებათა სწავლების მეთოდიკა.
მეორე დღე:
·        გრამატიკის სწავლების ხერხები;
·        ნაცვალსახელთა სწავლების მეთოდიკა;
·        კომპოზიტების სწავლების მეთოდიკა;
·        აკაკი წერეთლის შემოქმედების ენობრივ თავისებურებათა სწავლების მ ეთოდიკა;
·        ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედების ენობრივ თავისებურებათა სწავლების მ ეთოდიკა;
·        ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ენობრივ თავისებურებათა სწავლების მეთოდიკა;
·        ვენის, T და სხვა დიაგრმების გამოყენება სწავლებისას.
მესამე დღე:
·        ზმნების სუბიექტური და ობიექტური პირის ნიშნების მართლწერის სწავლების მეთოდიკა;
·        გაკვეთილების გეგმების განხილვა;
·        დ. კლდიაშვილის შემოქმედების ენობრივ თავისებურებათა სწავლების მეთოდიკა;
·        ნ.ლორთქიფანიძის შემოქმედების ენობრივ თავისებურებათა სწავლების მეთოდიკა;
·        ზმნის სწავლების მეთოდიკა;
·        გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების ენობრივ თავისებურებათა სწავლების მეთოდიკა;
·        სინტაქსის საკითხების, მარტივი წინადადების გადაკეთება რთულად და პირიქით( სწავლების მ ეთოდები).
მეოთხე დღე:
·        პუნქტუაციის სწავლების მეთოდიკა;
·        სტილის საკითხების სწავლების მეთოდიკა;
·        გაკვეთილის განხილვა;
·        პარონიმთა სწავლების მეთოდიკა;
·        მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების ენობრივ თავიშებურებათა სწავლების მეთოდიკა;
·        კ. გამსახურდიას შემოქმედების ენობრივ თავისებურებათა სწავლების მეთოდიკა;
·        სტილის სწავლების მეთოდიკა;
·        გ. დოჩანაშვილის შემოქმედების ენობრივ თავისებურებათა სწავლების მეთოდიკა;
·        ანა კალანდაძის შემოქმედების ენობრივ თავისებურებათა სწავლების მეთოდიკა.

   მოდული  N 3 - ,,წერა“
    წერის ძირითადი ოპერაციების გაცნობა; წერითი მეტყველების თავისებურებების, წერის სწავლების მეთოდების, მოსწავლეთა ნაშრომებში დაშვებული შეცდომების ანალიზის,ნაშრომების კომენტირებისა და შეფასების მეთოდების გაცნობა.
პირველი დღე:
·        სტანდარტის ანალიზი;
·        წერისთვის მომზადება და წერის სწავლება;
·        დახასიათებითი ესეს წერის სწავლების მეთოდიკა;
·        შეპირისპირებითი ესეს სწავლების მეთოდიკა;
·        შთაბეჭდილების წერის სწავლება;
·        მხატვრული ტექსტის შექმნის სწავლების მეთოდიკა;
·        ჩანახატი, მოთხრობა, ზღაბარი, იგავი, დღიური, ლექსი.
·        არგუმენტირებული ესე;
·        ანალიტიკური ესე.
მეორე  დღე:
·        ავტობიოგრაფია, ბიოგრაფია, სივი;
·        რეცენზია, ანალიზი, ანგარიში, რეზიუმე, ოქმი;
·        ანალიტიკური ესე;
·        სარეკლამო ტექსტების შექმნა;
·        საინფორმაციო წერილი;
·        მოსაწვევი ბარათი;
·        საქმიანი ტექსტები(განცხადება, თხოვნა);
·        ინსტრუქცია;
·        წინასიტყვაობა, ანოტაცია, პირადი წერილი, წერა სხვადასხვა აუდიტორიისთვის.
მესამე დღე:
·        ინტერვიუ;
·        რეკომენდაცია;
·        წერილი;
·        მინი-რეპორტაჟი,  სტატია სკოლის გაზეთისათვის;
·        სცენარი, პროექტი;
·        ნარკვევი, რეფერატი, მოდელირება.
   მოდული N 4 - ,,შეფასება“
    შეფასების კრიტერიუმებისა და რუბრიკების ანალიზი; შეფასების კრიტერიუმებისა და რუბრიკების შედგენის სწავლება, უნარების შეფასების სტანდარტული ფორმების ადაპტირების კონკრეტული სასწავლო ამოცანების გათვალისწინებით.
პირველი დღე:
·        მოსწავლის შეფასების სისტემა, შეფასების სახეები;
·        პიგმალიონის ეფექტი;
·        შეფასების მეთოდი-ინტერვიუ;
·        მასწავლებლის გამოცდილების გაზიარება;
·        სწავლის მოტივაცია;
·        შეფასების სხვადასხვა ტიპის ტესტები;
·        მოსწავლის ნაწერის სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასება.
მეორე დღე:
·        შეფასების მეთოდები;
·        მასწავლებლის დაკვირვება-კომენტარი;
·        ანალიტიკური და ჰოლისტური შეფასების სქემები;
·        თვითშეფასება და თანატოლთა შეფასება;
·        შეფასება სენდვიჩის მეთოდით.
მესამე დღე:
·        ენობრივ შეცდომათა ტიპები;
·        მოსწავლის ნაწერის გაცნობა;
·        გასწორებული ნაწერის პრეზენტაცია;
·        მასწავლებლის ნაწერის გასწორება;
·        მოსწავლის დაწერილი არგუმენტირებული ესეს შეფასება;
·        ენის სწავლების მეთოდიკის ტექსტის გასწორება;
·        მხატვრული ტექსტის ანალიზის გასწორება;
·        ლიტ. სწავლების მეთოდიკის ტექსტის გასწორება.

ნაწილი 3 - რეზიუმე
    ტრენინგი, რა თქმა უნდა, ერთმანეთის გაცნობით დაიწყო. განისაზღვრა მიზანი, თუ რისთვის იყო საჭირო აღნიშნული ტრენინგები და როგორ გამოვიყენებდით მიღებულ ცოდნას. ამ საკითხზე პასუხის გაცემა ტრენინგების დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
     ყოველი დღე საინტერესო და სახალისო იყო. ტრენერი ხალისიანად წარმართავდა გეგმით გათვალისწინებულ სესიებს და ასევე, ამომწურავად პასუხობდა ყველა ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე.
    ტრენერი ახალი მასალის ახსნის შემდეგ გვაძლევდა დავალებებს, როგორც აუდიტორიაში შესასრულებელს, ასევე საშინაო სამუშაოს. აუდიტორიაში ვმუშაობდით, როგორც ჯგუფურად, ასევე წყვილებში და ინდივიდუალურად.  შემდეგ წარმოვადგენდით პრეზენტაციებს აუდიტორიის წინაშე. ასეთი მეთოდი საკმაოდ ეფექტურია, რადგან კოლეგები ერთმანეთისა და ტრენერის დახმარებით უკეთ ვსწავლობთ ახალ მასალას.
       მოდული გრძელვადიანი იყო და ყოველი მოდულის დასაწყისში ვწერდით პრე-ტესტს,  რომლითაც მოწმდებოდა ჩვენი ცოდნა, ხოლო დასასრულში პოსტ-ტესტს, მიღებული  ახალად შეძენილი ცოდნის შესამოწმებლად.
ყოველი ლექცია საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული იყო.
ბევრ ჩემთვის ბუნდოვან საკითხს გაეცა პასუხი, და ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე.
    ნაწილი 4.
ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა აღნიშნული ტრენინგები. საკმაოდ მრავლფეროვანი და მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, როგორც ენაში გრამატიკის სწავლების მეთოდიკის თვალსაზრისით, ასევე ლიტერატურის თეორიის მეთოდიკების შესწავლის თვალსაზრისით.
       ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა ასეთი ტრენინგების მოსმენის და ძალიან გამეხარდა, როდესაც შევიტყვე აღნიშნული ტრენინგების დაწყების თაობაზე.
      ტრენერი, თეა გაბისონია, საკმაოდ კვალიფიციური აღმოჩნდა თავის საქმეში. დიდი მონდომებითა და ხალისით გვიხსნიდა, როგორც საპროგრამო, ასევე ჩვენთვის საინტერესო საკითხებს ენისა და ლიტერატურის თეორიიდან. გვახელოვნებდა მეთოდიკის შესწავლაში და მის პრაქტიკაში გამოყენებაში.
          ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე ჩემს პროფესიაში. მოუთმენლად ველოდები ჩემი ცოდნის პრაქტიკაში, საკლასო ოთახში, გამოყენებას. ახლებური მეთოდების დანერგვას.
        ჩემ გამოცდილებას აუცილებლად გავუზიარებ კოლეგებს, რითაც , ვფიქრობ, ხელს შევუწყობ იზრუნონ საკუთარ თავზე მუშაობასა და განვითარებაზე. შევთავაზებ ერთობლივ პროექტებს, ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგვმასა და  ჩატარებას. ეს ხელს შეუწყობს, როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის განვითარებას და შესაბამისად, მის კეთილღეობას.
    ყოველთვის  სიამოვნებით გავივლი ასეთ ტრენინგებს, რადგან ეს ხელს უწყობს  მასწავლებლის მუდმივ განვითარებას, რაც აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის, რადგან გონებრივად ჯანსაღი თაობა ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საწინდარია.
ხელმოწერა: ხ. მირუაშვილი
10.07.2013წ.





                         ა  ნ    ა  რ  ი    ი
ნაწილი 1- ღონისძიების დასახელება:
განათლების დაწყებითი საფეხურის პედაგოგთა ტრენინგი
( ქართული ენა და ლიტერატურა I-VI კლსები)

ტრენინგის ხანგრძლივობა: 24 საკონტაქტო და 13 არასაკონტაქტო საათი.
ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი: ქ. გორის  N 1 საჯარო სკოლა.
13. 07—17.07. 2013წ.  09.00. სთ-დან--2.00. სთ-მდე.
ნაწილი 2 - მიზნები და ამოცანები.
მიზანი: პროფესიული ცოდნის განმტკიცება ქართულ ენაში და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის ხელშეწყობა და გამოყენება.
ამოცანები:
 პირველი დღე:
·        ერთმანეთის გაცნობა; ტრენინგის მიზნების გაცნობა, ურთიერთგაცნობის მეთოდის გამოყენება;
·        თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ბგერითი შედგენილობის დახასიათება სხვადასხვა ნიშნით;
·        დამარცვლის საფუძვლებისა და გადატანის წესების პრაქტიკაში გამოყენება;
·        ასიმილაციის, დისიმილაციის და მეტათეზისის აღმოჩენა წინადადებაში.
მეორე დღე:
·        მორფოლოლოგიის, როგორც გრამატიკის ნაწილის, მნიშვნელობის გაცნობიერება;
·        მეტყველების ნაწილების სრული ჩამონათვალი და თითოეული მათგანის ზოგადი დახასიათება;
·        არსებით სახელთა კლასიფიკაცია შინაარსის მიხედვით და მათი წინადადებაში ამოცნობა;
·        არსებითი სახელების ბრუნების თავისებურებების ანალიზი;
·        ზედსართავ სახელთა მართლწერის თავისებურებების ანალიზი.
მესამე დღე:
·        რიცხვითი სახელების მართლწერის კანონზომიერებების დადგენა;
·        ნაცვალსახელთა კლასიფიკაცია და მათი აღმოჩენა წინადადებაში;
ნაცვალსახელთა მართლწერა;
·        რთული სიტყვების მართწერა;
·        თანდებულების მართლწერა.
მეოთხე დღე:
·        ზმნის რაობა და კატეგორიები; ზმნების მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები;
·        ზმნიზედა;
·        ნაწილაკი;
·        შორისდებული;
·        ლექსიკოლოგიის საკითხები;
·        სინონიმები, ომონიმები, ანტონიმები, მათი ამოცნობა და გამოყენება;
·        სიტყვის მნიშვნელობის შეცვლა, ეტიმოლოგია, პოლისემია;
·        არქაიზმები, დიალექტიზმები, ნეოლოგიზმები, ბარბარიზმები, კალკები, ჟარგონი, დარგობრივი ლექსიკა.
·        იდიომები, ფრაზეოლოგიზმები, ალუზიები.
·        სიტყვაწარმოება: დერივატები და კომპოზიტები.
მეხუთე დღე:
·         სინტაქსის როგორც ფილოლოგიური მეცნიერების, შესახებ საუბარი;
·        სიტყვათა სინტაქსური შეკავშირებისა და წინადადებაში სიტყვათა წყვილების გაცნობა;
·        წინადადებაში სიტყვათა წყობის ფუნქციების გაცნობა;
·        წინადადების ტიპების გაცნობა მოდალობის მოხედვით;
·        ტინადადების წევრების გაცნობა;
·        სასვენი ნიშნების მართებულად ხმარების წესები;
·        პირდაპირი და ირიბი ნათქვამის გაცნობა;
·        სტილის რაობის განსაზღვრა სამწერლობო ენაში;
·        სტილისტიკის, როგორც ფილოლოგიური მეცნიერების მიმოხილვა;
·        ფუნქციონალური სტილისტიკისა და ძირითადი ფუნქციონალური სტილების გაცნობა;
·        სინონიმიის ფუნქციის გაცნობა სტილისტიკაში;
·        ლექსიკური სტილისტიკის ძირითადი საკითხების გაცნობა;
·        ძირითადი სტილისტიკური ხარვეზების გაცნობა და მათ იდენტიფიცირებაზე მუშაობა.
მეექვსე დღე:
·        ლიტერატურისმცოდნეობითი ტერმინების გაცნობა და იდენტიფიცირება;
·         ლიტერატურული ჟანრები და მათი ძირითადი მახასიათებლები;
·        სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების კომპოზიციური ელემენტების გაცნობა;
·        მასწავლებლები გაეცნობიან არგუმენტირებული ესეს და აგრეთვე, ანალიტიკური ესეს დაწერის სპეციფიკას და მისი შეფასების კრიტერიუმებს.
ნაწილი 3--  რეზიუმე
     ტრენინგის დასაწყისშივე, ერთმანეთის გაცნობის შემდეგ, განვსაზღვრეთ მიზანი, თუ რისთვის იყო განკუთვნილი აღნიშნული მოდულის ჩატარება. დასაწყისში დავწერეთ პრე-ტესტი, ჩვენი არსებული ცოდნის განსაზღვრისთვის, რომელიც ტრენერს სჭირდებოდა.  ყოველი სესია საშულებას გვაძლებდა მნიშვნელოვნად გაგვეღრმავებინა ჩვენი ცოდნა ქართული ენის სპეციფიკიკაში , რათა ეს ცოდნა შემდგომში პრაქტიკაში გამოგვეყენებინა.
      ტრენინგის ყოველი დღე საინტერესო და სახალისო იყო. ტრენერი ნათია ნაფეტვარიძე საინტერესოდ გვიხსნიდა მოდულით გათვალისწინებულ საკითხებს და გარდა ამისა, ჩვენთვის საინტერესო თემებზეც გვესაუბრებოდა, ჩვენ შეკითხვებს სიამოვნებით პასუხობდა.
ყოველი ახალი მასალის შემდეგ ტრენერი გვაძლევდა დავალებებს, როგორც აუდიტორიაში სამუშაოდ, ასევე სახლში შესასრულებელსაც.  აუდიტორიაში ვმუშაობდით, როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად და წყვილებში. შემდეგ ვახდენდით მოცემული დავალების პრეზენტაციას აუდიტორიის წინაშე. ამით ერთმანეთს ვეხმარებოდით პროფესიულ ზრდაში. სახლში ყოველდღიურად მოცემულ დავალებებს ვასრულებდით სამუშაო რვეულებში.
  მოდულის დამთავრების შემდეგ დავწერეთ პოსტ-ტესტი მიღებული ცოდნის შესამოწმებლად, რის საფუძველზეც თითოეულ ჩვენგანს გადმოეცემა სერტიფიკატი.
 ნაწილი 4.
       ჩენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ტრენინგი. დიდიხანია ველოდები ასეთ ტრენინგებს და ძალიან მიხარია რომ , როგორც იქნა გრძელვადიანი ტრენინგების საშულებით კვალიფიციური წინსვლა შესაძლებელი გახდა. მე მივიღე საკმაოდ დიდი გამოცდილება  არა მხოლოლოდ ამ ტრენინგის საფუძველძე, არამედ იმ გეგმიური და სწორად შერჩეული ტრენინგების ჯაჭვით, რომელიც ებმის ერთმანეთს და ამყარებს წინა მეცადინეობაზე მიღებულ ცოდნას, მიმტკიცებს საკუთარი თავის რწმენას, მიყალიბებს ახალ იდეებსა და აზრებს, ავსებს ერთმანეთს და მეხმარება შემდგომ განვითარებაში.
       მინდა რაც შეიძლება მალე მოვიდეს სექტემბერი, რათა ჩემი ახალი ცოდნა და გამოცდილება პროფესიული მოღვაწეობისას, საკლასო ოთახში, ჩემს მოსწავლეებთან განვახორციელო და აგრეთვე, ჩემი ცოდნა საზოგადოების სასარგებლოდ გამოვიყენო. ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს ხომ საზღვერბი არ აქვს, მთავარია მოტივირებული იყო პროფესიული წიმსვლისთვის.
     აუცილებლად გავუზიარებ ჩემ კოლეგებს საკუთარ გამიცდილებას. დავეხმარები იმაში, რომ ყოველთვის მოტივირებულნი იყვნენ და იზრუნონ საკუთარი განვითარებისათვის. შესაბამისად, ამით ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებენ, როგორც მოსწავლეებისათვის , ასევე საკუთარი განვითარებისა და თავიანთი კეთილდღეობისათვის.
ხელმოწერა: ხ. მირუაშვილი
18.07.2013წ.



                  ა  ნ  გ  ა  რ  ი  შ  ი
ნაწილი 1 - ღონისძიების დასახელება:

    ,,კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე“
                           (V-VI კლასები)

ტრნინგის ხანგრძლივობა:   42 საკონტაქტო და 32 არასაკონტაქტო საათი.    
ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი:  ქ. გორი XII საჯარო სკოლა. 27.04 - 18.05. -  01.06. 2013წ.

ნაწილი 2 - მიზნები და ამოცანები.
მიზნები:
1 .  კითხვისა და წერის სწავლების მეთოდიკის შესწავლა;
2.  კითხვისადმი მიტივაციის ამაღლება;
3. ინდივიდუალური მიდგომების გათვალისწინება;
4. გაგება-გააზრებაზე, კრიტიკულ აზროვნებაზე ორიენტირებული ტექსტების ანალიზი, მოძიება, მიღება;
5. შესწავლილის პრაქტიკაში გამოყენება.
ამოცანები:
მოდული1: გაგება - გააზრებაზე ორიენტირებული კითხვის სწავლება.
    კითხვის კონსტრუქტივისტული და ინტერაქტიული მიდგომა;
კითხვის ხუთი კომპონენეტი (ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ანბანის ცოდნა, გაწაფული/გამართული კითხვა, ლეექსიკური მარაგი, გაგება-გააზრება); სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება-გააზრების სწავლება დაწყებით საფეხურზე, წერის სწავლება.
      პირველი მოდულის ფარგლებში შევისწავლეთ, როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს უკვე არსებული უნარებისა და ცოდნის ბაზაზე ზემოთ ჩამოთვლილი უნარების კონსტრუირებაში. ტრენერების დახმარებით მიმოვიხილეთ და მოვსინჯეთ აქტივობები, მეთოდები და ხერხები, ახალი მასალის ახსნამდე მოსწავლეთა არსებული ცოდნის გასააქტიურებლად და დავეხმარებით მათ ამ ცოდნისა და უნარების შემდგომ განვითარებაში.
      მოდული 2:  კითხვის დიაგნოსტიკური და დიფერენცირებული სწავლება.
      კითხვის დიფერენცირებული სწავლება; კითხვის უნარების დიადნოსტიება და მკითხველის განვითარების მონიტორინგი; სხვადასხვა დონის ტესტების გამოყენება კითხვის სწავლების პროცესში.
   მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის შემოწმება მეორე მოდულის ფარგლებში შევისწავლეთ. G-pried-ის ტრენინგ პროგრამა დაეხმარება მათ სწავლების სათანადო სტრატეგიების გამოყენებაში, რათა თითოეულმა მოსწავლემ შესძლოს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტების დაკმაყოფილება.

   პროექტის ფარგლებში შესასრილებელი სამუშაო შედგება რამდენიმე ეტაპისაგან:
1.    ტრენინგები,  რომლებზეც მონაწილეები თანამიმდევრულად გაეცნობიან კითხვის კომპონენტებს; მონაწილეობას მიიღებენ ტრენერების მიერ ჩატარებულ სამოდელო გაკვეთილებში; ვიმსჯელებთ დემონსტრირებული მეთოდების შესახებ; დავგეგმავთ და წარმოვადგენთ ჩვენეულ ვერსიას, გავითვალისწინებთ ტრენერებისა და კოლეგების შენიშვნებს.
2.    სკოლის ბაზაზე კონსულტაცია, რომელსაც ტრენერები დაგეგმავენ და ჩვენ წარვმართავთ, მათი რეკომენდაციების საფუძველზე. მოხდება ტრენინგზე შეძენილი ცოდნისა და უნარების საკლასო გარემოში შემოწმება და მიზნობრივი კონსულტაციების მიღება.
3.    სკოლის ბაზაზე მასწავლებლის დამოუკიდებელი მუშაობა ძირითადად საშინაო დავალების შესულებას გულისხმობს. ის შეიძლება მოიცავდეს მონაწილეთა მიერ ტრენინგზე დაგროვილი ცოდნისა და მართული პრაქტიკის დროს დაგეგმილი აქტივობების საკუთარ საკლასო ოთახში მოსინჯვას, ტრენინგზე დარიგებული მასალის დამუშავებას, კოლეგების გაკვეთილებზე დასწრებას, მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას და სხვა მსგავს აქრივობებს.
4.    მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფები, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის ბაზაზე  პროფესიული განვითაების განხორციელებას. G-pried-ი დაეხმარება სკოლის მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების შექმნაში. ამ ჯგუფებში საქმიანობა შემდეგ პრინციპებს დაეფუძნება:
·          მასწავლებელთ გუნდის შექმნა სწავლების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, რომლებსაც აქვთ საერთო ხედვა და მიზნები მოსწავლეების წარმატებასა და აკადემიურ მიღწევებთან მიმართებით და რომლებიც კონსტრუქციულად თანამშრომლობენ დასახული მიზნების მისაღწევად;
·       კითხვის სწავლების პროფესიულ უნარებზე ფოკუსირება;
·       სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროცესის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და არსებულ სასწავლო რესურსებთან შესაბამისობაში მოყვანა;
·       მასწავლებლებისთვის მართული პრაქტიკი, ურთიერთსწავლებისა და რეფლექსიის უზრუნველყოფა.

      ნაწილი3 -  რეზიუმე

      ტრენინგის პირველივე დღეს პოზიტიური გარემო შეიქმნა, კოლეგების გაცნობის შემდეგ განვსაზღვრეთ მიზანი, თუ რისთვის იყო აღნიშნული ტრენინგი საჭირო, რომ ნამდვილად ხელს შეუწყობდა აღნიშნული პროექტი წიგნიერების განვითარებას ჩვენს სკოლებში, გავეცანით რტენინგპროგრამის შედეგებს, ფორმატს და აგებულებას. გავიზიარეთ ტრენერების მიდგომები და მეთოდები კითხვა სწავლების კუთხით; სამოდელო გაკვეთილებში პრაქტიკული მონაწილეობის გზით გავიზიარეთ კითხვის ინტეაქტიული და კონსტუქტივისტული ხედვა; გავაცნობიერეთ კითხვის კომპლექსური უნარის შემადგენელი კომპონენტები და მათ შორის ურთიერთმიმართებისა და განვითარების ტრაექტორია;           განვიხილეთ და შევაფასეთ კითხვითი წიგნიერების ორი ძირითადი საერთაშორისო კვლევის: PIRLS-ისა და PIZA-ს შედეგები; ვიმუშავეთ ჯგუფებში ერთ-ერთი როლის შესაბამისად (სკოლის დირექტორები, დაწყებითის მასწავლებლები და მშობლები), შევავსეთ სქემა ,,რა გავიგე? რა გავაკეთოთ? რა გვჭირდება?“ შემდეგ სლაიდშოუს დახმარებით ტრენერმა დემონსტრირება მოახდინა ახალი მეთოდით გაკვეთილის ჩატარების, რის შემდეგაც გაიმართა კოლეგებს შორის დიკუსია, რათა უკეთ გაგვეგო თითოეული მეთოდის შემადგენელი კომპონენტი. ამის შემდეგ რტენინგის მონაწილეებს დაგვევალა თავად შეგვექმნა გაკვეთილის ნიმუშები და შემდგომში საგაკვეთილო პროცესში განვახორციელოთ. ასევე გავეცანით კიხვის სამ ფაზიან მეთოდს: წაკითხვამდე, კითხვა და კითხვის შემდგომ და აგრეთვე, კითხვის ხუთ კომპონენტს: ფონოლოგიური უნარ-ჩვევები, ანბანის ცოდნა, ლექსიკური მარაგი, გამართული/გაწაფული კითხვა და გაგება-გააზრება.

    სამოდელო აქტივობაში  მონაწილეობის გზით გავიაზრეთ გამართული/გაწაფული კითხვის კომპონენტის სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები. შევძელით მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრების სწავლებისთვის გარემოს ორგანიზება, ეფექტური მეთოდებისა და საჭირო რესურსების გამოყენება.
      დასაწყისში საშინაო დავალების პრეზენტაცია გაკეთდა, რომელიც მოიცავდა კითხვის სამ ფაზას. ამ მეთოდის იგნორირების შემთხვევაში რა პრობლემა შეიქმნება გაკვეთილზე. შემდეგ შევქმენით ასოციაციური რუკა: ,,გამართული/გაწაფული კითხვა“. შემდეგ შევისწავლეთ და განვიხილეთ ,,წყვილებში კითხვის მეთოდის“ ეფექტურობა.
შემდეგი სასწავლო მეთოდი კი ,,მკითხველის თეატრს“ შეეხებოდა, რაც ძალზე ეფექტურია სწავლა/სწავლების პროცესში.
შემდეგი საკითხი შეეხებოდა მხატვრული ტექსტის გაგება- გააზრებას. განვსაზღვრეთ, თუ რას ეფუძვნება ტექსტის გაგება-გააზრება, ჩავატარეთ სამოდელო გაკვეთილი და ბოლოს შევისწავლეთ კითხვის ახალი სტრატეგია, რომელსაც ,,ხმამაღლა ფიქრის მეთოდი“ ჰქვია. ეს მეთოდიც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, როგორც შემდგომ საგაკვეთილო პროცესში განხორციელებისას ამოჩნდა. მოსწავლეები ძალიან ხალისით და ინტერესით შეხვდნენ აღნიშნულ ახალ მეთოდს.
      საშინაო დავალების პრეზენტაციის შემდეგ დაისვა შეკითხვები და გამოითქვა მოსაზრებები ანიშნულ დავალებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, კითხვის ახალი კომპონენტის საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის გაგება- გააზრების მეთოდი შევისწავლეთ. ჯერ წარმოვადგინეთ ჩვენეული მეთოდები, ხოლო შემდგომ, ტრენერის დახმარებით, ახალი, უფრო ეფექტური რამდენიმე მეთოდი განვიხილეთ: ვარუდების გამოთქმა, ,,ვიცი-მინდა ვიციდე-ვისწავლე“, ,,დაკარგული სიტყვები“, ,,დაფიქდი- დაწყვილდი- გაუზიარე“, ,,წერა ქარგის მიხედვით“.
   ეს ყველა მეთოდი სათითაოდ განვიხილეთ მოსწავლის როლში ყოფნით, აღვნიშნეთ მისი ეფექტურობა და შემდგომში განვახორციელეთ საგაკვეთილო პროცესში. მივიღეთ რეკომენდაციები წერის სწავლებისათვის.
        ნაწილი 4.
    ჩემთვის აღნიშნული ტრენინგი ძალზე ეფეტურია, რადგან ბევრი ახალი მეთოდი შევისწავლე კითხვის სწავლების თვალსაზრისით. ასევე წერის და გაგება-გააზების თვალსაზრისით. ვფიქრობ ეს მეთოდები საკმაოდ ეფექტურია, რადგან მოსწავლეები ხალისით აკეთებენ ყოველგვარ დავალებას და უფრო მოტივირებულები და დაინტერესებულნი არიან.
   ვთვლი, რომ ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე კვალიფიკაციის კუთხით, რაც კარგად წამადგება პროფესიული საქმიანობისას. ყველა ახალ აქტივობას გამოვიყენებ საგაკვეთილო პროცესში,  ვფიქრობ, კარგ შედეგს მოუტანს მოსწავლეებს, დაეხმარება მათ განვითარებაში, რაც ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარია.
    აუცილებლად გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას კოლეგებს. დავეხმარები, რომ ერთად დავგეგმოთ ინტეგრიტებული გაკვეთილები, რაც ვფიქრობ, სასიკეთოდ წაადგება, როგორც მასწავლებელს ისე მოსწავლეს.
ხელმოწერა: ხ. მირუაშვილი
25.10.2013წ.



                    ა  ნ  გ  ა  რ  ი  შ  ი

ნაწილი1 - ღონისძიების დასახელება:

        ვირტუალური საკლასო ოთახი - ,,edmodo“

ტრენინგის ხანგრძლივობა - 6 საათი.

ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი - ქ. გორის მე-2 საჯარო სკოლა.  08.12 – 09.12. 2012წ.

ნაწილი 2 - მიზნები და ამოცანები.
    მიზნები - ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილების დაგეგვმა მოსწავლეთა საჭიროების მიხედვით და საჭირო აქტივობებისა და ღონისძიებების ჩატარება ,, ვირტუალური საკლასო ოთახის ,,edmodo“ გამოყენებით. პროგრამის ყველა ინსტრუმენტის გაცნობა. და რაც მთავარია, სწავლის მოტივაციის ამაღლება მოსწავლეებში. სწავლა-სწავლების პროცესის განსხვავებული მოდელის შეთავაზებასა და კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესაბის ხელის შეწყობა.

     ამოცანები -  აღნიშნული პროგრამის გაცნობა,  მისი მოსწავლეთა საჭიროებისამებრ საგაკვეთილი პროცესში გამოყენება. ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილების თავისებურებების და სწორი გამოყენების მეთოდის შესწავლა. ,,edmodo“ პროგრამის მეშვეობით ტესტების შედგენა და შემაჯამებელი სამუშაოების ჩატარება, ასევე კლასიდან კლასში გადასაყვანი საგამოცდო მასალის შედგენა და გამოცდების ჩატარება. აღნიშნული სოციალური ქსელის გამოყენებით მშობლებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან სისტემატიური კომუნიკაცია. აგრეთვე ფაილების ატვირთვა ბიბლიოთეკაში, დავალებების შექმნა და გაგზავნა მოსწავლეებთან.

ნაწილი  3 - რეზიუმე
    ტრენინგის დასაწყისში მონაწილეები ერთმანეთს გავეცანით.თავიდანვე განისაზღვრა მიზანი, თუ რაში გამოვიყენებდით ტრენინგზე შესწავლ აღნიშნულ პროგრამას, თუ ნამდვილად საგაკვეთილო მიზნებისთვის არის განკუთვნილი ეს ყოველივე. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ტრენინგის დასასრულს გახდება შესაძლებელი.
  ტრენერმა, ნინო მარღიშვილმა, გაგვაცნო ,,edmodo“ პროგრამის უპირატესობები. ის, რომ ამ პროგრამას აქვს დახურული გარემო, მოსწავლეები ერთმანეთს ვერ უკავშირდებიან, სამაგიეროდ, მასწავლებელს აქვს კონტროლის საშუალება თითოეულ მოსწავლეზე, მასწავლებლის მოწვევით მოსწავლეები ერთდებიან ჯგუფში და, ასევე, ყველა მოქმედება ინახება.
        თითოეული ჯგუფის წევრი დავრეგისტრირდით ,,edmodo“ პროგრამაში. შემდეგ ერთმანეთი დავიმატეთ, როგორც მოსწავლეები. ამის შემდეგ ტრენერმა გამოგვიგზავნა სპეციალური ტესტი აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით და თითოეულმა ჩვენგანმა შევასრულეთ ეს ტესტები. მოცემული ტესტი შეეხებოდა, თუ ჩვენ მიერ გავლილი მასალა, რამდენად კარგად ავითვისეთ. ამის შემდეგ, ჩვენ თვითონ შევქმენით ტესტური დავალებები, ჩვენივე საგნებში და დავუგზავნეთ ერთმანეთს შესასრულებლად. პასუხების გაცემის შემდეგ, შევამოწმეთ, თუ რამდენად სწორად შევასრულეთ მოცემული დავალებები. შემდეგ ტრემერმაც  შეამოწმა, თუ რამდენად სწორად ავითვისეთ მის მიერ ნასწავლი მასალა.
       პროგრამის ეფექტურობა ის არის, რომ უკვე წინასწარ ჩატვირთული პასუხების საფუძველზე კომპიუტერი თვითონ ასწორებს პასუხებს და მასწავლებელს ზედმეტი შრომა აღარ სჭირდება სათითაო ნაშრომის გასწორებისას. ტრენერმა აქტიური ლექციის შემდეგ, გონებრივი იერიშის საშუალებით გამოიკითხა ჩვენი ცოდნა, შემდეგ მოხდა ჩვენი შექმნილი ტესტების პრეზენტავია და ბოლოს დასრულდა პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებით, რამაც უფრო მეტად განამტკიცა მიღებული ცოდნა. ამის შედეგად გავხდით მუდმივი მომხმარებელი ,,edmodo“ პროგრამისა.

ნაწილი 4.
       ჩემთვის, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს ამ პროგრამის სწავლა, რადგან არის ძალიან მარტივი, ეფექტური გზა მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად. საკმაოდ სახალისო და საინტერესო სიახლეა, რასაც მოსწავლეები დაუზარებლად შეისწავლიან და გამოიყენებენ სასწავლო პროცესში, საკუთარი განვითარების გასაკონტროლებლად.
        ,,edmodo“ პროგრამის მოხმარება  ხელს შეუწყობს მოსწავლეებში საკუთარი ავის რწმენის განვითარებას და ეფექტური კომუნიკაციის უნარის განვითარებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაუიოლებს დავალებების შესრულებას, რადგან ეს მეთოდი საკმაოდ სახალისოა, როგორც ვიცით, მოტივაცია მთავარი და უპირველესია ეფექტური სწავლისათვის.
        ჩემ გამოცდილებას აუცილებლად გავუზიარებ კოლეგებს. მივცემ სტიმულს ,რომ მათაც იზრუნონ საკუთარი თავის განვითარებაზე, რაც მნიშვმელოვანია, როგორც მათთვის , ასევე, უპირველესად, ჩვენი მომავალი თაობის წარმატებისთვის. დაგეგმილი მაქვს ახალი ტროექტები. ჯანსაღი თაობა ხომ ქვეყნის მომავალი წარმატების საწინდარია.
       აუცილებლად გამოვიყენებ შემაჯამებელი სამუშაოებისთვის და, აგრეთვე, ამ პროგრამის დახმარებით ჩავატარებ კლასიდან კლასში გადასაყვან გამოცდებს. შევიამხანაგებ სხვა საგნის მასწავლებლებსაც და ინტეგრირებულად  ვიმუშავებთ. ბუნებრივია, ეს ყოველივე დადებითად იმოქმედებს სკოლის განვითარებაზე, და ამის შედეგად, თითოეული მოსწავლის განვითარებას შეუწყობს ხელს.
       ხელმოწერა: ხ. მირუაშვილი
      თარიღი: 10.12. 2012წ.

        



Комментариев нет:

Отправить комментарий